რევმატოლოგიის დეპარტამენტი - რევმატიული დაავადებების მკურნალობა ვერის ფილიალში

რევმატოლოგი - თამთა კობახიძე 

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში ძლიერი რევმატოლოგები უზრუნველყოფენ სახსრების, ძვლოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. ოსტეოპოროზისა და სხვადასხვა ტიპის ართრიტების დროული დიაგნოსტიკა თქვენი აქტიური ცხოვრებისა და მოძრაობის თავისუფლების გარანტიაა.

რევმატოლოგია -  მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის როგორც რევმატიულ დავადებებს ასევე ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციურ და სტრუქტურულ დარღვევებს.

 

 

რა დაავადებებს მკურნალობს რევმატოლოგი?

თოდუას კლინიკის რევმატოლოგიური განყოფილება მუშაობს სისტემური და ანთებითი პათოლოგიების მართვაზე:

  • რევმატოიდული ართრიტი
  • ფსორიაზული არტრიტი
  • მაანკილოზირებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
  • რეაქტიული ართრიტი
  • ოსტეოართროზი
  • ოსტეოპოროზი
  • პოდაგრული ართრიტი
  • იუვენილური რევმატოიდული ართრიტი
  • სისტემური წითელი მგლურა
  • სისტემური სკლეროდერმია
  • დერმატომიოზიტი
  • პოლიმიოზიტი
  • ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
  • პირველადი და მეორადი ვასკულიტი
  • შეგრენის სინდრომი
  • ლაიმის დაავადება
  • უიპლის დაავადება
  • კავასაკის დაავადება
  • ბეხჩეტის დაავადება
  • ამილოიდოზი
  • სარკოიდოზი

 

დიაგნოსტიკის მეთოდები

რევმატოლოგიური დაავადებების სწორი მართვისთვის აუცილებელია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების კომპლექსი:

  • სპეციფიკური ანალიზები: რევმატოიდული ფაქტორისა და ანტი-CCP-ის განსაზღვრა სისხლში.
  • ანთებითი მარკერები: CRP (C-რეაქტიული ცილა) და ESR (ედს) დონის მონიტორინგი აქტიური პროცესის შესაფასებლად.
  • ვიზუალიზაცია: სახსრების ექოსკოპია და რენტგენოდიაგნოსტიკა სტრუქტურული დაზიანებების გამოსავლენად.

ანამნეზის, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების შედეგებით ისახება მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა, როგორც მედიკამენტოზური, ასევე სახსარშიდა ინექციების სახით, რომლის ჩატარებაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია დაავადების გამწვავების დროს მაგალითად გონიტის, ბურსიტის, ართრიტის და ა.შ. შემთხვევებში.

გაზიარება