შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი ვერის ფილიალში

თერაპევტი - მაკა ღუჭაშვილი

 

თერაპევტის კონსულტაცია გულისხმობს:

 

პაციენტის სუბიექტური კვლევა (დაავადების შესახებ ანამნეზის შეგროვება, დეტალური ინფორმაციის მიღება ავადმყოფობის შესახებ და ჩივილები) ობიექტური  კვლევა (პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაცია)

 

დამატებით ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები. ( სისხლის, შარდის, განავლის გამოკვლევა, სხვადასხვა ორგანოების ექოსკოპიური კვლევა, რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფია, ენდოსკოპიური კვლევა)

 

 

 

 

 

 

თერაპევტის კომპეტენციაში შედის:

 

დაავადების ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა და მართვა

დაავადების პირველადი შეფასება

განახორციელოს  სამედიცინო მომსახურეობის უწყვეტობა, პაციენტს დააკვირდეს ხანგრძლივად, თვალი ადევნოს დაავადების ჩამოყალიბების, განვითარების და მიმდინარეობის სტადიებს და მართოს იგი

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში

პაციენტის  მართვა, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადების დროს

განახორციელოს სამედიცინო მომსახურეობის და პაციენტის კოორდინაცია ვიწრო სპეციალისტთან  ან  ჰოსპიტალურ სექტორთან

პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება

დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების  პრევენცია-შემცირება

ადექვატური და ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა

 

თერაპევტი პაციენტი მიმართავს ისეთი ჩივილების დროს, როგორიცაა:

  • თავის ტკივილი                                    
  • ჰაერის უკმარისობა
  • თავბრუსხევა
  • ტემპერატურის მატება
  • ხველა
  • სურდო
  • ოფლიანობა
  • სისუსტე
  • კანის სიმშრალე
  • გამონაყარი კანზე
  • უეცარი წონაში კლება
  • ყრუ ან შეტევითი ხასიათის მუცლის ტკივილი
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება შარდვისას.

თოდუას კლინიკაში შესაძლებელია Check up - პროგრამის ფარგლებში დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ან უკვე გამოვლენილი ქრონიკული დაავადების მონიტორინგი.

გაზიარება