თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი
თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი - ბექა შუბითიძე
თორაკალური ქირურგია, იგივე გულმკერდის ღრუს ქირურგია მოიცავს ისეთი დაავადებების მკურნალობას, რომლის დროსაც ზიანდება: ფილტვები, ტრაქეა, დიაფრაგმა, მკერდუკანა ჯირკვალი(თიმუსი), საყლაპავი მილი და შუასაყარის სხვა ორგანოები.
ეს ორგანოები ყველაზე ხშირად ზიანდება ონკოლოგიური დაავადებების დროს და დროული მკურნალობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.
თორაკალური ქირურგიის სამსახურში ხორციელდება - ფილტვის, ტრაქეის, შუასაყრის, დიაფრაგმის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში სრულდება როგორც სადიაგნოსტიკო ასევე რადიკალური ოპერაციები, როგორც ტრადიციული, ღია ქირურგიული წესით, ასევე, თორაკოსკოპიული VATS მეთოდით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მინი ინვაზიურ პროცედურას, რომლის შემდეგაც პაციენტის რეაბილიტაცია ხდება ძალიან მალე და უმოკლეს პერიოდში ეწერება ბინაზე.