უროლოგიის დეპარტამენტი - თოდუას ვერის ფილიალი

უროლოგი - ნუგზარ იარალაშვილი

ჩვენი პროფესიონალი უროლოგების გუნდი უზრუნველყოფს უროლოგიური პაციენტების სრული  გამოკვლევას ამბულატორიულად. ჩვენთან დაგხვდებათ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სამკურნალო მიდგომა.

 

 

 

რა დაავადებებს მკურნალობს უროლოგი?

 

  • შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის კენჭები, შარდსაწვეთის კენჭები, შარდის ბუშტის კენჭები, შარდსადენის კენჭები)
  • საშარდე გზების ანთებითი პროცესები (პიელონეფრიტი - თირკმლის ანთება, ცისტიტი - ბუშტის ანთება, ურეთრიტი - შარდსადენი მილის ანთება)
  • შარდის შეუკავებლობა
  • პროსტატის ანთებითი დაავადება - პროსტატი
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, კანდიდოზი)
  • ურეტრიტები, ურეთრალური სინდრომი
  • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
  • პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე
  • სისხლიანი შარდის - ჰემატურიის მიზეზის ზუსტი ვერიფიკაცია
  • სათესლე ჯირკვლების და სათესლე პარკის ანთებითი დაავადებები
  • ჰიდროცელე, ვარიკოცელე, სპერმატოცელე
  • მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა
  • სასქესო ასოს ინფექციური და არაინფექციური პათოლოგიები (ფიმოზი, მოკლელაგამი, გრძელი ჩუჩა, პეირონის დაავადება და ა.შ.)
  • მამაკაცური (სქესობრივი) ფუნქციის გაუარესება

 

დიაგნოსტიკის მეთოდები

ზუსტი დიაგნოზი ეფექტური უროლოგიური მკურნალობის საფუძველია. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ კვლევის შემდეგ მეთოდებს:

  • შარდის ანალიზი: კლინიკური და ბაქტერიოლოგიური კვლევა ინფექციებისა და ანთებითი პროცესების დასადგენად.
  • პროსტატის ექოსკოპია: ჯირკვლის ზომისა და სტრუქტურის შეფასება ულტრაბგერითი აპარატით.
  • ურეთრო-ცისტოსკოპია: საშარდე გზებისა და ბუშტის შიდა ზედაპირის ენდოსკოპიური დათვალიერება მაქსიმალური სიზუსტისთვის.
გაზიარება