4K ვიდეოენდოსკოპიური სისტემა
თოდუას კლინიკას დაემატა Fujifilm-ის ულტრათანამედროვე, ბოლო თაობის EP-8000 ELUXEO 4K ვიდეოენდოსკოპიური სისტემა - მაღალი გარჩევადობის ენდოსკოპიური პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამედროვე გასტროენტეროლოგიური დიაგნოსტიკისთვის.
სისტემა გამოიყენება Fujifilm EC-860S/L ვიდეოკოლონოსკოპთან და Fujifilm EG-860R ვიდეოგასტროსკოპთან ერთად, რაც ექიმს საშუალებას აძლევს დეტალურად შეაფასოს როგორც ზედა, ისე ქვედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი.
EP-8000 ELUXEO 4K გამოირჩევა 4K ვიზუალიზაციით, მაღალი მგრძნობელობის CMOS ტექნოლოგიით, გაუმჯობესებული გამოსახულების დამუშავებით, Triple Noise Reduction და Extended Dynamic Range ფუნქციებით, რაც უზრუნველყოფს მკვეთრ, ნათელ და დაბალანსებულ გამოსახულებას.
