Dermablate - საშუალებას გვაძლევს პაციენტებს შევთავაზოთ კანის თანამედროვე და მრავალმხრივი პროცედურები - კანის ტექსტურისა და რელიეფის გაუმჯობესება, კანის განახლება, გაახალგაზრდავება, ნაოჭების შემცირება, აკნეს შემდგომი ნაწიბურების კორექცია, სხვადასხვა კანის დეფექტისა და კეთილთვისებიანი კანის წარმონაქმნების ზუსტი და კონტროლირებადი მკურნალობა.
მოწყობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა Juliet - სპეციალური გინეკოლოგიური პროგრამა, რომელიც გამოიყენება ქალის ინტიმურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მდგომარეობის მართვაში. ეს მეთოდი არის არაჰორმონული, მინიმალურად ინვაზიური და კომფორტული, რაც პაციენტს სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თოდუას კლინიკაში Asclepion Dermablate-ის დანერგვა ნიშნავს თანამედროვე ლაზერული მედიცინის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს - ერთ სივრცეში, მაღალი სიზუსტით, უსაფრთხოებითა და თითოეულ პაციენტზე მორგებული მიდგომით.