ტექნოლოგია ეფუძნება Line Immunoassay (LIA) მეთოდს და ავტომატურად ასრულებს კვლევის ძირითად ეტაპებს — ნიმუშის დამუშავებას, ტესტირებას, სკანირებასა და შედეგების პროგრამულ ინტერპრეტაციას.
HumaBlot 44FA-ის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების შეფასება:
-
ANA-LIA XL — სისტემური შემაერთებელი ქსოვილისა და აუტოიმუნურ-რევმატული დაავადებების შეფასება;
-
ARTHRITIS-LIA — რევმატოიდული ართრიტისა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობების დიაგნოსტიკა;
-
GASTRO-LIA — კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის ცელიაკიისა და კრონის დაავადების გამოვლენა;
-
LIVER-LIA — ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების შეფასება;
-
VASCULITIS-LIA — სისტემური ვასკულიტებისა და მათთან დაკავშირებული აუტოიმუნური პროცესების დიაგნოსტიკა.
აუტოიმუნურ დაავადებებს ხშირად მსგავსი კლინიკური სიმპტომები ახასიათებს, რის გამოც ზუსტი დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული მარკერის, არამედ აუტოანტისხეულების სრული პროფილის შეფასება.
სისტემა ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი სისხლის ნიმუშიდან მიიღონ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია, რაც ზრდის დიაგნოსტიკის სიზუსტეს, ამარტივებს სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადების დიფერენცირებას და ხელს უწყობს პაციენტის მართვის უფრო ეფექტურად დაგეგმვას.
HumaBlot 44FA აერთიანებს თანამედროვე ლაბორატორიულ ტექნოლოგიებსა და ავტომატიზებულ პროცესებს, რაც აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკას კიდევ უფრო სანდოს, ინფორმაციულსა და კლინიკურად ღირებულს ხდის.