Magnetom Avanto
Magnetom Avanto 1.5T გამოსახულების ეტალონად ითვლება მოწინავე Tim® (Total imaging matrix) ტექნოლოგიის წყალობით. აღსანიშნავია აპარატის ულტრა სწრაფი გამოსახულების მიღების სიჩქარე, რაც საგრძნობლად ზრდის პროდუქტიულობას.
გარდა ამისა, ამ სისტემას გააჩნია აკუსტიკური ხმაურის მკვეთრი შემცირების მექანიზმები გრადიენტური მუშაობის დარღვევის გარეშე. სისტემის AudioComfort ამცირებს ბგერასთან ასოცირებულ გაღიზიანებას. ასევე, MRI-ს აქვს უნიკალური რადიოსიხშირული პულსის სეკვენსია. ყველა აღნიშნული ფაქტორი ერთად ამცირებს ხმის წნევას 97%-თ.
სკანირების ხანმოკლე დროისა და მისი გამოყენების სიმარტივის გარდა, Siemens Magneto Avanto გთავაზობთ შესანიშნავი ხარისხის გამოსახულებას. ეს MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) სკანერი აღჭურვილია თანამედროვე მაგნიტითა და გრადიენტური ტექნოლოგიით. ყოველივე ეს კომბინირებულია რევოლუციური გამოსახულების მიღების ტექნიკასთან. შედეგად ჩვენ ვიღებთ განსაკუთრებულ კლინიკურ უპირატესობებს, როგორიცაა დიაგნოზის მაღალი საიმედოობა, მაგნიტური ველის განსაკუთრებული ჰომოგენურობა და ცხიმის შესანიშნავი სატურაცია.