სუნთქვითი ანალიზატორი
თოდუას კლინიკაში დაინერგა თანამედროვე HCBT-01 სუნთქვითი ანალიზატორი, რომელიც გამოიყენება Helicobacter pylori-ის სწრაფი, ზუსტი და არაინვაზიური დიაგნოსტიკისთვის. მსგავსი ტიპის თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგია პირველად საქართველოში სწორედ თოდუას კლინიკაშია ხელმისაწვდომი.
კვლევა ტარდება პაციენტისთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული ფორმით. პაციენტი იღებს სპეციალურ 13C-ურეას კაფსულას, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში ბერავს ჰაერს სპეციალურ სუნთქვის პაკეტში. თუ ორგანიზმში არის H. pylori, ბაქტერია შლის ურეას და წარმოიქმნება 13CO₂, რომელიც გადადის ამოსუნთქულ ჰაერში და ფიქსირდება ანალიზატორის მიერ.
HCBT-01 ახდენს მიღებული ნიმუშის სწრაფ და ავტომატურ ანალიზს, რაც უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს და სანდო შედეგებს კლინიკურ პრაქტიკაში. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის დრო, შედეგი მზად არის ძალიან მოკლე დროში, რაც ექიმს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და პაციენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს პასუხი.
კვლევა სრულად არაინვაზიურია, უმტკივნეულო და პაციენტზე ორიენტირებული. პროცედურა ფაქტობრივად შემოიფარგლება მხოლოდ „პაკეტში ჩაბერვით“, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და დისკომფორტს. გამოყენებული 13C-ურეას კაფსულა არარადიოაქტიურია, რაც მეთოდს უსაფრთხოს ხდის როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და შესაძლებელს ხდის მის მრავალჯერადად გამოყენებას.
HCBT-01 ეფექტურად გამოიყენება როგორც Helicobacter pylori-ის პირველადი დიაგნოსტიკისთვის, ასევე მკურნალობის შედეგის კონტროლისთვის. ეს ტექნოლოგია ამცირებს ინვაზიური კვლევების საჭიროებას, ზოგავს დროს და ზრდის დიაგნოსტიკის ხარისხს.
