ტექნოლოგიები

Sysmex UF-4000 UC-3500 UD-10

UF-4000 დაფუძნებულია Sysmex–ის მსოფლიოში ცნობილ ფლუორესცენტული ნაკადის ციტომეტრიაზე (FFC), წარმოადგენს შარდის ანალიზის უახლეს ტექნოლოგიას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებელი ანალიზატორი, თუმცა ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში წარმოდგენილია როგორც UN სერიის სრულად ავტომატური მოდულარული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სრულ პროცესს ნიმუშის მიწოდებიდან შარდის ნაწილაკების საბოლოო ციფრულ სურათამდე.

 

მარტივად გამოსაყენებელი U-WAM პროგრამა სთავაზობს ლაბორატორიას ვრცელ მონაცემთა ბაზას, 100,000 -მდე კვლევების და სურათების ჩანაწერის შენახვისთვის. სინჯის ანალიზი ხდება ერთ წუთზე ნაკლებ დროში. UF-4000-ს შეუძლია საათში 80 ნიმუშის დამუშავება. ამცირებს ბაქტერიული ანტიბიოტიკების რეზისტენტობას მეტად მგრძნობიარე ბაქტერიული ანალიზით.

 

ანალიზატორი გვთავაზობს RBC მორფოლოგიის ფუნქციას, რომელიც არის მეტად სასარგებლო პარამეტრი თირკმლის დაავადების დიაგნოზის დასადგენად. უპრობლემოდ გადადის შარდის ანალიზიდან სხეულის სითხის (Body Fluids) ანალიზის რეჟიმში. ეს რეჟიმი საათში აანალიზებს 20-მდე ნიმუშს. ინტეგრირებულია ქიმიის UC-3500 ანალიზატორთან და UD-10 შარდის ნაწილაკების ციფრული გამოსახულების მოწყობილობასთან.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები