ტექნოლოგიები

Sysmex XN1500

ჰემატოლოგიური გამოკვლევის მაქსიმალური ოპტიმიზაცია, მეტი ვიდრე მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი. ერთ სისტემაში რამდენიმე შერწყმული მოდული - მთვლელის, სისხლის ნაცხების შეღებვის და უჯრედების ვიზუალიზაციის, რომელიც ევროპისათვისაც კი სრულიად ახალ პროდუქტს წარმოადგენს.

● უმწიფარი გრანულოციტები - IG
● აქტივირებული ნეიტროფილები - NEUT-RI
● ნეიტროფილების რეაქტიულობის ინტენსივობა, NEUT – GI ნეიტროფილების მარცვლოვანების ინტენსივობა
● აქტივირებული ლიმფოციტები - RE-LYMP რეაქტიული ლიმფოციტები, AS-LYMP ანტისხეულების მასინთეზირებელი ლიმფოციტები

აღნიშნული პარამეტრები საშუალებას იძლევა რუტინული სისხლის საერთო ანალიზის მეშვეობით მივიღოთ ახალი, დამატებითი ინფორმაცია იმუნური პასუხის აქტივაციის შესახებ, რაც კლინიცისტებს ეხმარება მრავალმხრივად არეგულირონ ანთებითი პროცესები - შეარჩიონ მკურნალობის სქემა, აკონტროლონ და თავიდან აიცილონ ანტიბიოტიკების მაღალი დოზების დანიშვნა.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები