AI ასისტენტი და ვიზიტის დაჯავშნის ახალი წესები
„ნეტავ, რომელ ექიმს უნდა მივამართო?“ - ეს კითხვა საკუთარი თავისთვის, ალბათ, პაციენტების უმეტესობას დაუსვამს. ზოგჯერ რთულია, ჩივილების საფუძველზე თავად მივხვდეთ, რომელი პროფილის სპეციალისტის დახმარება გვჭირდება. მაგალითად, კლინიკაში კარდიოლოგთან უნდა ჩავეწეროთ, ნევროლოგთან თუ გასტროენტეროლოგთან.
როგორც წესი, ამის გარკვევის შემდეგ იწყება მეგობრებისა და ნაცნობების გამოკითხვის მთელი ციკლი - ვინ რომელ სპეციალისტთანაა ნამყოფი, ვის გაუწევდნენ რეკომენდაციას და ბოლოს, როდის აქვს ექიმს თავისუფალი დრო.
აშკარაა, რომ ვიზიტის დაჯავშნა ისეთი მარტივიც არა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც, ზოგიერთი ექიმის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია და ადგილები რამდენიმე კვირით ან თვით ადრეა შევსებული.
„თოდუას კლინიკაში“ პაციენტების ინტერესებსა და საჭიროებებს ვუპასუხეთ. ჩვენ შევქმენით AI ასისტენტი, რაც ქართულ სამედიცინო სივრცეში სრულიად ახალ შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტის დაჯავშნის ახალი წესიც დანერგა.
როგორ მუშაობს Todua AI?
Todua AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტია, რომელიც პაციენტს ზუსტად იმ სპეციალისტის შერჩევაში ეხმარება, ვისთან ვიზიტიც კონკრეტულ მომენტშია რეკომენდებული.
პროცესი საკმაოდ მარტივია. მომხმარებელს სამედიცინო ტერმინების ცოდნა არ სჭირდება. მან ჩივილები საკუთარი სიტყვებით უნდა აღწეროს. მიღებულ ინფორმაციას სისტემა გაანალიზებს და კონკრეტული პროფილის სპეციალისტის შერჩევაში დაეხმარება.
„თოდუას კლინიკის“ ახალი ციფრული სისტემა პაციენტებისთვის საჭირო სერვისებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ამიერიდან, ექიმთან ჩაწერა როგორც მობილური აპლიკაციის, ისე ვებ გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.
ასისტენტის სერვისით სარგებლობა კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Todua AI დიაგნოზის დასასმელად არ გამოიყენება. ის საწყის ეტაპზე მომხმარებლებს საჭირო მიმართულების შერჩევაში ეხმარება.
მოსახერხებელია ისიც, რომ სისტემა ექიმების სამუშაო განრიგთანაა დაკავშირებული. ამის საშუალებით, პაციენტი რეალურად ხელმისაწვდომ დროს ნახულობს და ექიმთან ვიზიტს დამოუკიდებლად გეგმავს.
Todua AI-ში კიდევ ერთი ფუნქციაა ინტეგრირებული. ის კონკრეტული მომსახურების ფასს ზუსტად მოგწერთ.
ვის შეუძლია აპლიკაციაში რეგისტრაცია?
აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში რეგისტრაცია ახალ პაციენტებს თავად შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც „თოდუას კლინიკაში“ ჯერ საერთოდ არ ყოფილა პირველ ვიზიტს კლინიკაში მოუსვლელად დაჯავშნის. ბევრი პაციენტისთვის სწორედ ეს სიახლე შეიძლება იყოს განსაკუთრებით ღირებული. ვინაიდან, ზოგჯერ პირველი ვიზიტის დაჯავშნა შესაძლოა ემოციურად სტრესული იყოს. ახლა კი, პაციენტს ზუსტად ეცოდინება, როდის და რომელი პროფილის სპეციალისტთან უნდა მივიდეს. თუმცა, გაითვალისწინეთ: იმისთვის, რომ აპლიკაციაში კვლევების შედეგები და დანიშნულებები გამოჩნდეს, აუცილებელია პაციენტმა კლინიკის რეგისტრატურაში დასტურის ნაწილს ხელი მოაწეროს.
ამ სიახლეს კლინიკასთან დაკავშირების კიდევ ერთი ეტაპი ციფრულ სივრცეში გადააქვს. ეს პაციენტის დროსა და რესურსს დაზოგავს.
ვიზიტის დაჯავშნის ახალი წესი - რა შეიცვალა?
აპლიკაციასთან ერთად, ექიმთან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ახალი სისტემაც ავამოქმედეთ. ახალი მოდელის მთავარი მიზანი პროცესის უკეთ ორგანიზება, გაცდენილი ვიზიტებისა და დაუგეგმავი რიგების თავიდან არიდებაა.
ვიზიტის დადასტურებისას პაციენტის სახელზე ექიმის გრაფიკში კონკრეტული დრო გამოიყოფა. ჯავშნის დასადასტურებლად საჭიროა თანხის წინასწარ გადახდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება ტარიფებზე არ აისახება. წინასწარ გადახდილი თანხა მომსახურების ღირებულების ნაწილია და მიღებული სერვისის საფასურში სრულად ითვლება.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი კერძო დაზღვევით სარგებლობს, ჯავშნის დასადასტურებლად ის მხოლოდ ავანსს იხდის. ვიზიტის შემდეგ, რეალურ გადასახდელ თანხასა და გადახდილ ავანსს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, ზედმეტი თანხა პაციენტს სრულად უბრუნდება.
ჯავშნის შეცვლისა და ვიზიტის გაუქმების წესები
„თოდუას კლინიკაში“ შევიმუშავეთ ჯავშნის შეცვლისა და გაუქმების წესებიც.
- თუ ვიზიტამდე 3 კალენდარულ დღეზე მეტი დროა დარჩენილი: პაციენტს შეუძლია კლინიკის ცხელი ხაზის ან რეგისტრატურის მეშვეობით თარიღი ერთხელ შეცვალოს ან ჯავშანი გააუქმოს. ამ დროს გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება.
- თუ ვიზიტამდე 3 კალენდარული დღე ან უფრო ნაკლები დრო დარჩა: ექიმის დაჯავშნილი გრაფიკის შენარჩუნების მიზნით, ვიზიტის გადადება ან გაუქმება აღარ არის შესაძლებელი.
ამგვარი მიდგომის მიზანი პაციენტის დროის დაზოგვა და ექიმის სამუშაო გრაფიკის უკეთ ორგანიზებაა.
ერთი აპლიკაცია სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებისთვის
Todua AI სხვადასხვა სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მხოლოდ სპეციალისტის შერჩევით არ შემოიფარგლება. „თოდუას კლინიკის“ ახალ ციფრულ ეკოსისტემაში პაციენტისთვის საჭირო სხვა ინფორმაციაც არის თავმოყრილი.
მომხმარებელს შეუძლია ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების პასუხები, სამედიცინო დოკუმენტები და ექიმის დანიშნულებები ნახოს. გარდა ამისა, სისტემაში ინახება წინა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებიც.
ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია, რადგან ხშირად საჭიროა ძველი და ახალი მონაცემების შედარება. პაციენტებს კვლევის შედეგების მოსაძებნად ცალკე დოკუმენტების ან სხვადასხვა არხის გამოყენება აღარ დასჭირდებათ. მათ შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ სამედიცინო ისტორიას ნებისმიერ დროს გაეცნონ.
სისტემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ინტეგრირებული - მედიკამენტების მიღების შეხსენება. ამგვარად, პლატფორმა მხოლოდ ვიზიტის დაჯავშნის ინსტრუმენტი არაა, ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
პაციენტისთვის საკუთარი სამედიცინო ისტორია ყოველთვის ხელმისაწვდომია
როგორ ვთქვით, Todua AI მხოლოდ ვიზიტის დასაჯავშნად არ გამოიყენება. ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სამედიცინო ისტორიის მართვაა.
სისტემაში მომხმარებლის შესახებ სრული სამედიცინო ისტორია ინახება. ახალი მონაცემების მიღებისას პაციენტს შეუძლია წინა შედეგებსაც გადახედოს.
სისტემის მთავარი პრინციპია პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და კლინიკასთან ურთიერთობის ძირითადი პროცესები ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი.
სწორედ ამავე სისტემაში ინახება კვლევების შედეგები, სამედიცინო დოკუმენტები და დანიშნულებები. გარდა ამისა, ინტეგრირებულია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მედიკამენტების შეხსენებები, სპეციალისტის შერჩევა და ვიზიტის დაჯავშნა.
სამომავლო ხედვა - როგორ განვითარდება Todua AI?
აპლიკაციის განვითარება მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეტყობინებების სისტემის დამატება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი საჭირო ინფორმაციას პირდაპირ აპლიკაციაში მიიღებს.
პარალელურად გაგრძელდება უკვე არსებული ფუნქციების განვითარებაც. მათ შორის, კიდევ უფრო დაიხვეწება AI ასისტენტი და მედიკამენტების შეხსენების ფუნქცია. ასევე, გაუმჯობესდება სხვა ციფრული შესაძლებლობებიც.
Todua AI-ის შექმნის მთავარი იდეა სწორედ ამ ერთიანობაშია. პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად სხვადასხვა არხის გამოყენება არ სჭირდება. კონკრეტული პროფილის სპეციალისტის შერჩევა, ვიზიტის დაგეგმვა, კვლევების შედეგების ნახვა, დანიშნულებების გაცნობა და სამედიცინო ისტორიის მართვა ერთ ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ „თოდუას კლინიკაში“, უპირველეს ყოველისა, პაციენტების ინტერესებს ვითვალისწინებთ. ახალი ციფრული ეკოსისტემაც სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.
