ფსიქიკური ჯანმრთელობა

07/05/2021

ფსიქიკური ჯანმრთელობა მკურნალობა თოდუას კლინიკაში

 

 

საქართველოში ნეიროფსიქიკური დაავადებები მოსახლოების საერთო ავადობის 22.8% შეადგენს. მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია სოციალური, ეკოლოგიური, კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით, ცხოვრების დონის, სამუშაო პირობების და გარშემომყოფების მხარდაჭერის დეფიციტით. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი დეპრესიაა.

 

გაიგეთ რა უქმნის საფრთხეს ფსიქიკური ჯანმრთელობას

 

დაუთმეთ მაისი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, გაიგეთ რა უქმნის საფრთხეს მას და როგორ შეგიძლიათ იმკურნალოთ.

 

დეპრესია

 

დეპრესია შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც გამოხატულია განწყობის ცვალებადობა, მუდმივი უიმედობის განცდა,  ცხოვრების ხარისხის დაქვეითება, შფოთვა და ნეგატიური ფიქრები. სეროტონინის მუდმივი დეფიციტი აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებში იწვევს დანაშაულის შეგრძნებას, მომავლის მუდმივად შავ ფერებში ხედვას, მათთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ბედნიერების, სიხარულის განცდა. არსებობს დეპრესიის გამომწვევი არაერთი მიზეზი:

 

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • სტრესული მოვლენები: საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლა, ომი, გლობალური პანდემიები, ოჯახის წევრის ან ახლობელი ადამიანის დაკარგვა
  • ცხოვრების სტილის მნიშვნელოვნად შეცვლა - მარტოობა, იზოლაცია, საყვარელი საქმიანობის არქონა.

 

დეპრესისგან განკურნება ცხადია, შესაძლებელია, თუ არ გადადებებთ ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან ვიზიტს. როგორც კი შეძლებთ საკუთარ ემოციებზე და განცდებზე ხმამაღლა საუბარს, ეს გადაწყვეტილება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად შეგიცვლით ცხოვრების ხარისხს და დაგიბრუნებთ მის მიმართ ხალისსაც.

 

შფოთვები

 

შფოთვების დროს, ადამიანისთვის რთულია ერთმანეთისგან გაარჩიოს ლოგიკური საფრთხეები ალოგიკურისგან, მათი ტვინი მხოლოდ ნეგატიურ განვითარებას წარმოიდგენს ნებისმიერ შესაძლო მოვლენაზე. შფოთვები უარყოფითად მოქმედებს თვითშეფასებაზე, პროდუქტიულობაზე, რადგან ასეთ დროს, მათ ჰგონიათ რომ საკმარისად კომპეტენტურები არ არიან, არასდროს გამოიუყურებიან ლამაზად, მუდმივ ეჭქვეშ არიან, რომ არავის მოსწონს ისინი. გაუცნობიერებელი შიშების გამო ხშირად ასოცოილურებიც ხდებიან, ერიდებიან ხმამაღლა საუბარს პრობლემების შესახებ და ნებისმიერი ახალი გამოცდილება მათთვის სტრესულია.

 

შფოთვისგან გათავისუფლება შესაძლებელია, არამხოლოდ მედიკამენტოზური ჩარევით, არამედ სპეციალისტთან ვიზიტით და რეკომენდაციების გათვალისწებით.

 

Covid 19-ის პანდემია და ფსიქიკური ჯანმრთელობა

 

მიმდინარე პანდემიამ ყველას ცხოვრების წესი შეცვალა, უამრავი ადამიანისთვის ეს ცვლილებები, სტრესი, თვითიზოლაცია, სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, დაკარგული სამსახური, საყვარელ საქმიანობასთან ჩამოშორება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახა. სპეცილიასტების აზრით, აუცილებელია შფოთვები ჩვეულებრივ ამბად არ მიიღონ, ჰქონდეთ თუნდაც დისტანციურად ფსიქოლოგთან ან ნევროლოგთან კავშირი, მაქსიმალურად მოერიდონ უარყოფით ინფორმაციებს, თავად გახდნენ სხვებისთვის დამხმარე რგოლი, რაც თავს უკეთ აგრძნობინებთ.

 

ფიზიკურად დატვირთვა სტრესს შეგიმცირებთ, მეგობრებთან პრობლემების გაზიარება, მუდმივი კომუნიკაცია სწორ აქცენტებს გაპოვნინებთ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს პოზიტიური სიახლე - იმუნიზაციის აქტიურად დაწყება მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმედო პროგნოზია, რომ ეს რთული პერიოდიც გაივლის და ჩვეულ ცხოვრებას ყველა ერთად დავუბრუნებით.

 

ის, რაც არასდროს უნდა უთხრათ

 

არასდროს შეაფასოთ მათი პრობლემა უმნიშვნელოდ, ვინც დეპრესიას, შფოთვას და სხვა ფსიქიკურ პრობლემებს ებრძვის. კარგი ამინდი, მზე, ბუნება, მეგობრები, პოზიტიური გარემო მათი გადმოსახედიდან არც ისე ჩანს, როგორც ჩვენი „თვალებიდან“. ფრაზები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ „გასამხნევებლად, რეალურად მათთვის ტოქსიკური პოზიტიურობაა.

 

  • დეპრესიისთვის მიზეზი არ გაქვს
  • პოზიტიურად შეხედე ცხოვრებას, მხოლოდ ცუდს ნუ ხედავ
  • ყველაფერი კარგად იქნება, შენც დაინახავ
  • ბედნიერების მიზეზი თავად უნდა იყო
  • საკმარისად არ ცდილობ
  • აჭარბებ, რეალურად ასე არაა
  • ყველას აქვს ცუდი დღეები და პერიოდი
  • უფრო მეტად გაიღიმე

 

ყოველთვის შეგიძლიათ უბრალოდ მათთან მეტი დრო გაატაროთ, მოუსმინოთ, ერთად უყუროთ ფილმებს, უფრო მეტად ეცადოთ მათ მდგომარეობაში შესვლას, ფრაზები და დარიგებები, რომელიც სასარგებლო გვგონია მათ მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს. გვერდით დგომა, მოსმენა, მათი სურვილების გაზიარება ხშირად საუკეთესო გამოსავალია.

 

 

 

გაზიარება