მკერდის კორექცია (მამოპლასტიკა) – გაზრდა, დაპატარავება, აწევა…

29/08/2024

მამოპლასტიკა, მკერდის კორექცია, გადიდება და დაპატარავება

აუგმენტაციური მამოპლასტიკის ანუ მკერდის გადიდების პირველი ოპერაცია მე-19 საუკუნის მიწურულს გერმანელი ქირურგის, ვინჩენც ჩერნის მიერ ჩატარდა, რისთვისაც მან პაციენტის ცხიმოვანი ქსოვილი გამოიყენა. სილიკონის იმპლანტები პლასტიკურ ქირურგიაში მოგვიანებით, 1960-იან წლებში გამოჩნდა. თუმცა, მათი გახეთქვისა და გაჟონვის არაერთი შემთხვევის გამო, ისინი მოხმარებიდან მალევე ამოიღეს და უპირატესობა მარილიან (სალინის) იმპლანტებს მიანიჭეს. 

 

მომდევნო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სილიკონის იმპლანტების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შედეგად, მათ პოპულარობა 2000-იან წლებში ისევ დაიბრუნეს. დღეს მკერდის კორექციისთვის ყველაზე ხშირად სწორედ სილიკონისგან დამზადებული იმპლანტები გამოიყენება, რადგან ახალი თაობის მასალები არის სრულიად უსაფრთხო და გამძლე. რაც მთავარია, არ იწვევს გართულებებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს.

 

უსაფრთხო იმპლანტების ხელმისაწვდომობამ და ქირურგიული ტექნიკების დახვეწამ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა მკერდის კორექციაზე. დღეს მამოპლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და პოპულარული მიმართულებაა პლასტიკურ ქირურგიაში

 

თანამედროვე მამოპლასტიკით არა მხოლოდ მცირე დეფექტების გამოსწორებაა შესაძლებელი, არამედ ისეთი რთული ოპერაციების ჩატარებაც, როგორიცაა ძუძუს სრული რეკონსტრუქცია. 

 

მამოპლასტიკის ყველაზე გავრცელებული ოპერაციებია:

  • გადიდება
  • დაპატარავება
  • აწევა
  • დეფორმირებული მკერდის კორექცია
  • ჩაბრუნებული ძუძუს თავის პლასტიკა
  • სარძევე ჯირკვლის დვრილის პლასტიკა
  • მკერდის ლიპოფილინგი
  • მოკვეთილი ძუძუს აღდგენა

 

 

მკერდის გადიდება

 

აუგმენტაციური მამოპლასტიკა მიზნად ისახავს მკერდის ზომისა და ფორმის შეცვლას. უმეტესად, მკერდის გადიდება იმპლანტით ხდება. მათი ზომისა და ფორმის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის სურვილი, ძუძუს ანატომიური მაჩვენებლები და სხვა ინდივიდუალური საჭიროებები. 

 

მკერდის გაზრდა მიზანშეწონილია შემდეგი ჩვენებების დროს:

  • მიკრომასტია ანუ პატარა ზომის მკერდი
  • მშობიარობის და ძუძუთი კვების შემდეგ მკერდის მოცულობის დაკარგვა 
  • სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია
  • პაციენტის უკმაყოფილება მკერდის ზომის გამო 

 

👉 გაიცანით ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური პლასტიკური ქირურგი ნოდარ ბრუნჯაძე.

 

მკერდის დაპატარავება - რედიქციული მამოპლასტიკა

 

მკერდის დაპატარავების ოპერაციას რედუქციულ მამოპლასტიკას უწოდებენ, რომლის დროსაც ხდება მკერდის ზომაში შემცირება სარძევე ჯირკვლების ჭარბი ქსოვილების რეზექციით. ოპერაციის დროს, ასევე, საჭიროა ძუძუსთვის ახალი ფორმის მიცემა და დვრილის ახალ პოზიციაში გადატანა. 

 

მკერდის დაპატარავება განსაკუთრებით მოთხოვნადი პროცედურაა იმ პაციენტებში, რომელთაც გიგანტომასტია ანუ განსაკუთრებით დიდი ზომის მკერდი აქვთ. ოპერაციის საფუძველი შესაძლოა მხოლოდ პაციენტის მკერდის ზომით უკმაყოფილება იყოს, თუმცა ხშირად გიგანტომასტია იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტსა და ჯანმრთელობის პრობლემებსაც, მათ შორის, ტკივილს ზურგის არეში და ხერხემლის დაავადებებს. 

 

👉 სამედიცინო გამოკვლევა – ჩექაფი – ჩაიტარეთ სრულფასოვანი პროფილაქტიკური გამოკვლევა უახლესი აპარატურით და მიიღეთ პასუხები ყველაზე სწრაფად.

 

მკერდის აწევა (მასტოპექსია)

 

კიდევ ერთი პოპულარული პლასტიკური ოპერაციაა მკერდის აწევა ანუ  მასტოპექსია. საქმე ისაა, რომ ქალის მკერდი ყოველ წელს მცირედ  ეშვება, თუმცა დაშვებული მკერდის პრობლემა განსაკუთრებით დიდი წონის დაკლებისა და ძუძუთი კვების შემდგომ, სარძევე ჯირკვლების მოცულობის შემცირების ან/და ცხიმოვანი განლევის დროს დგება. 


მასტოპექსია ხშირად ტარდება მკერდის გადიდება-დაპატარავების ოპერაციებთან კომბინაციაში. 

 

დაშვებული მკერდის აწევა და მისთვის სასურველი ფორმის მიცემა, შესაძლებელია მხოლოდ ძუძუს აწევის ოპერაციის საშუალებით რაც ხშირად შესაძლებელია ჩატარდეს იმპლანტთან ერთად ძუძუს ზომის გაზრდის მიზნით.

 

👉 გადადით ბმულზე და გაიცანით თოდუას კლინიკის სადაზღვევო პარტნიორები

 

დეფორმაციული მკერდის კორექცია

 

ზოგიერთ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის განვითარებისას ირღვევა ჯირკვლის ქსოვილის ზრდის პროცესი და ვითარდება მკვეთრი ასიმეტრია, ასევე ლაქტაციის შედეგაც შესაძლებელია ასიმეტრიების და დეფორმაციების ჩამოყალლიბება ძუძუს არათანაბარი დატვირთვის გამო.მსგავსი კოსმეტიკური დეფექტების გამოსწორება დღეს მარტივადაა შესაძლებელია. 

 

მკერდის კორექცია შეიძლება განხორციელდეს იმპლანტების, სარძევე ჯირკვლის აწევის, დაპატარავების, საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვის და მათი კომბინაციების საშუალებით. 

 

ლიპოფილინგი

 

მკერდის ლიპოფილინგის დროს მკერდის კორექცია საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილებით ხორციელდება. პროცედურა გულისხმობს ცხიმოვანი ქსოვილის პრობლემური ზონებიდან (მუცელი, ბარძაყები, დუნდულები და ა.შ) აღებას, მათ  დამუშავებას და ძუძუში  შეყვანას.

 

ლიპოფილინგს მიმართავენ პაციენტები, რომელთაც არ სურთ მკერდის კორექცია იმპლანტებით ჩაიტარონ. 

 

დვრილისა-ორეოლის და ჩაბრუნებული ძუძუს თავის პლასტიკა

 

ორეოლის პლასტიკა გაშლილი ან/და ასიმეტრიული ორეოლის  შემთხვევაში ტარდება, რა დროსაც ხდება ზედმეტი პიგმენტური ზონის მოცილება და მისთვის სასურველი ფორმის მიცემა. არცთუ იშვიათად გამოთქვამენ პაციენტები ჩაბრუნებული ძუძუს თავის ან ზედმეტად დიდი მოცულობის დვრილის დაპატარავების ოპერაციის სურვილისაც, რაც დვრილის პლასტიკის მსგავსად, საკმაოდ მარტივი და ხანმოკლე პროცედურაა.

 

მკერდის კორექცია (მამოპლასტიკა) თოდუას კლინიკაში

 

თოდუას კლინიკაში პლასტიკური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის, მამოპლასტიკა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ტარდება. ოპერაციების დაგეგმვისა თუ ჩატარებისას კი გამოიყენება უახლესი აპარატურა და ინოვაციური მიდგომები. თოდუას კლინიკაში, ასევე, ხელმისაწვდომია Vectra XT – ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც სხეულის ნებისმიერი ნაწილის 3D ვიზუალს ქმნის და კომპიუტერულად მისი მოდელირების შესაძლებლობას იძლევა. ვიზუალური შედეგების საკუთარ სხეულზე წინასწარი პროგნოზირება კი პაციენტსაც უმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას და ოპერაციის წარმატებით დაგეგმვაშიც უდიდეს როლს ასრულებს. 

 

მამოპლასტიკის ნებისმიერი პროცედურის დაგეგმვამდე, კლინიკაში პაციენტებს უტარდებათ სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი ან მამოგრაფიული გამოკვლევა, ასევე, ლაბორატორიული გამოკვლევები და მამოლოგის კონსულტაცია

 

ოპერაციები ზოგადი ანესთეზიის პირობებში ტარდება, მანიპულაციების ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია პროცედურის სირთულეზე. მართალია, პაციენტი ჩვეულ ცხოვრებას ოპერაციიდან რამდენიმე დღეში უბრუნდება, თუმცა სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 1-1,5 თვე სჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში უცილებელია, პაციენტმა ატაროს სპეციალური კომპრესიული ბიუსტჰალტერი ან ნახვევი. ასევე, მნიშვნელოვანია დაცული იყოს პლასტიკური ქირურგის სხვა რეკომენდაციებიც, რომელსაც ის ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე გასცემს!

 

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ სწორად ჩატარებული მამოპლასტიკა (რის შემდეგაც აუცილებელია გაცემული რეკომენდაციების ზუსტი გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილების მიზნით) არ ახდენს გავლენას სარძევე ჯირკვლების ქსოვილების მდგომარეობაზე და არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, ასევე, არ უშლის ხელს მშობიარობასა და ძუძუთი კვებას. მთავარია, დარწმუნებული იყოთ თქვენს გადაწყვეტილებაში და მათი აღსრულება მიანდოთ პროფესიონალებს. 

გაზიარება