ქირურგია – ოპერაციული მკურნალობა თოდუას კლინიკაში
ქირურგიამ, ისევე, როგორც მედიცინის სხვა მრავალმა დარგმა, ჩვენს საუკუნეში უდიდესი პროგრესი განიცადა. თუკი ადრე ოპერაციები მხოლოდ ღია წესით ტარდებოდა, დღეს ქირურგები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ახალ, მცირეინვაზიურ მეთოდებს. ნაკლები ტრავმა, რეაბილიტაციის ხანმოკლე პერიოდი, პოსტოპერაციული გართულებების მინიმალური ალბათობა – ასეთია ლაპარასკოპიული ქირურგიის მთავარი უპირატესობები. ამასთან ერთად, რევოლუციური ტექნოლოგიების დახმარებით ქირურგს ოპერაციის დროს აქვს გაცილებით უფრო დეტალური და სუფთა გამოსახულება, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს მას მანიპულაციის სწორად შესრულებას.
თოდუას კლინიკა თანამედროვე მედიცინის ახალი შესაძლებლობების დანერგვით მუდმივად გამოირჩევა. ჯერ კიდევ 1995 წელს, კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო თორაკო აბდომინალური ქირურგიის განყოფილებისთვის განკუთვნილმა პირველმა საოპერაციო ბლოკმა, მოგვიანებით, 1997 წელს კი, ნეიროქირურგიისთვის განკუთვნილი მეორე საოპერაციო ბლოკი შეემატა კლინიკას, რომელიც იმ დროს მსოფლიოს წამყვანი კლინიკებისთვის სასურველი გერმანული ნეიროქირუგიული მიკროსკოპით აღიჭურვა.
წლების განმავლობაში, თოდუას კლინიკის ქირურგებმა უდიდესი როლი ითამაშეს ქვეყანაში ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარებაში.
დღეს კლინიკის ულტრათანამედროვედ აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში ტარდება ნებისმიერი სირთულის ოპერაცია.
სარჩევი
- ნეიროქირურგიის განყოფილება
- აბდომინალური ქირურგია
- თავ-კისრის-ქირურგია
- ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განოფილება
- ანგიოლოგია და სისხლძარღვთა ქირურგია
- ქირურგიული გინეკოლოგია
- ქირურგიული უროლოგიის განყოფილება
- ქირურგიული პროქტოლოგიის განყოფილება
- კანის, ძვლებისა და ქსოვილების ონკოპათოლოგია
- პლასტიკური ქირურგია
ნეიროქირურგიის განოფილება
ნეიროქირურგია თოდუას კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. განყოფილება, აღჭურვილია ZEISS-ის ნეიროქირურგიული მიკროსკოპით, მაღალსიჩქარიანი ელექტრობორმანქანით, უნივერსალური ნეიროქირურგიული საოპერაციო მაგიდით, ულტრაბგერითი ასპირატორითა და SIEMENS-ის ფირმის ინტრაოპერაციული პორტატიული რენტგენისა და ულტრაბგერითი აპარატებით.
ნეიროქირურგიის განყოფილებაში ტარდება თავისა და ზურგის ტვინის, ხერხემლის პათოლოგიების ოპერაციები, მათ შორის, თავის ტვინის გლიობლასტომების მკურნალობისათვის გამოიყენება ფლოურესცენციის მეთოდი. აქვე სრულდება, საჭიროების შემთხვევაში, რეკონსტრუქციული მანიპულაციები. განყოფილებას უძღვება ნეიროქირურგი დავით ბერძენიშვილი, რომელსაც ამ სფეროში უკვე 34 წლიანი გამოცდილება აქვს.
სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავიდოდეთ, აქვე შეგახსენებთ, რომ თოდუას კლინიკაში შეგიძლიათ გაიაროთ ჩექაფი - სამედიცინო შემოწმება, როგორც ზრდასრულებმა, ასევე ბავშვებმა. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
აბდომინალური ქირურგია
არანაკლებ არის განვითარებული თოდუას კლინიკაში აბდომინალური ქირურგია. ამ მიმართულებაში განსაკუთრებით ეფექტიანად გამოიყენება ლაპარასკოპიული ტექნიკა.
აბდომინალური ქირურგიის განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებითა და აპარატურით, როგორიცაა STORZ-ის უახლესი თაობის ენდოლაპარასკოპული ნაკრები, ულტრაბგერითი სკალპელი HARMONIC-ი, პლაზმური ქირურგიული აპარატი ERBE APC 300, მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის აპარატი RITA და SIEMENS-ის ინტრაოპერაციული რენტგენოლოგიური და ექოსკოპიის აპარატები.
აბდომინალური ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობენ ამ დარგის საუკეთესო პროფესიონალები თენგიზ გუგეშაშვილი და ლაშა თურქიაშვილი.
თავ-კისრის ქირურგია
თავ-კისრის ქირურგიული განყოფილება თოდუას კლინიკაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. აქ პაციენტებს უტარდებათ ყველა მასშტაბისა და სირთულის ქირურგიული მკურნალობა თავისა და კისრის პათოლოგიებზე. რთული ოპერაციების წარმატებით შესრულებაში სპეციალისტებს ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატები ეხმარება. თავ-კისრის ქირურგიის განყოფილებას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ონკოქირურგი გიორგი ქრისტესაშვილი უძღვება. ამავე გუნდშია თოდუას კლინიკის კიდევ ერთი გამორჩეული სპეციალისტი, ყბა-სახის ქირურგი გიგა ტორაძე.
საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციების შემდგომ, შესაძლებელია თოდუას კლინიკაშივე ჩატარდეს რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია. ამ უკანასკნელზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.
ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილება
ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე საოპერაციო ბლოკით, STORZ-ის ფირმის ინსტრუმენტებით და აპარატურით. განყოფილებაში დანერგილია ენდოსკოპიური ქირურგია STORZ-ის უახლესი თაობის ართროსკოპიული ნაკრებით. მინიინვაზიური მეთოდითა და თანამედროვე აპარატურით ჩატარებული ოპერაციები პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმატულია, შესაბამისად პოსტოპერაციული პერიოდი ადვილად გადასატანი და ნაკლებად მტკივნეულია.
განყოფილებაში ტარდება მხრის სახსრის ენდოპროტეზირება, მენჯ–ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება, მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება, ძვალ–სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი დეფორმაციების კორექცია და ასევე არაერთი შეძენილი პათოლოგიის მკურნალობა, როგორიცაა მაგალითად ტერფმრუდობა ტერფის ვალგუსური დეფორმაცია, მტევნის, ტერფის ფალანგის დეფორმაცია,შეუხორცებელი და არასწორად შეხორცებული მოტეხილობები და სხვა.განყოფილებას ხელმძღვანელობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერტი საუკეთესო ქირურგი თავის დარგში, გიორგი კვარაცხელია.
ანგიოლოგია და სისხლძარღვთა ქირურგია
ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიული დეპარტამენტი ორიენტირებულია სისხლძარღვთა პათოლოგიებისგან გამოწვეული დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაზე. განყოფილება აღჭურვილია მოწინავე აპარატურით – Siemens Artis Zee-ით, Siemens Arcadis Avantic-ითა და Siemens Acuson NX3-ით. მათი დახმარებით შესაძლებელია ჩატარდეს ნებისმიერი სირთულის ოპერაცია, რაც მთავარია, ნაკლები ტრავმისა და გართულების რისკით. ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებას თოდუას კლინიკის გამოცდილი ანგიოლოგი ანგიოლოგი გიორგი დეისაძე უძღვება.
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია სერიოზულად მიუდგეთ ვენურ და არტერიულ პათოლოგიებს და მათი მკურნალობა დროულად დაიწყოთ. ასეთ დროს შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც აირიდოთ თავიდან და გამოსავალიც გაცილებით მარტივად.
იპოვოთ. მხედველობაში მიიღეთ ისიც, რომ სწორედ სისხლძარღვთა პათოლოგიებისგან არის გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება ანევრიზმა და მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები და ნიშნები.
ანევრიზმის შესახებ უფრო მეტს ჩვენს ბლოგში შეიტყობთ.
ქირურგიული გინეკოლოგია
თოდუას კლინიკის ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილება უზრუნველყოფს ქალთა გინეკოლოგიური დაავადებების სრულფასოვან ქირურგიულ მკურნალობას. აქ სრულდება, როგორც მარტივი მანიპულაციები მცირე პათოლოგიებზე, ისე რთული ოპერაციები შედარებით მძიმე დაავადებების სამკურნალოდ.
ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილებაში ტარდება ოპერაციები როგორც ლაპარასკოპიით, ისე მუცელკვეთით პაციენტის მდგომარეობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ აქ არსებული უახლესი თაობის აპარატურისა და ინსტრუმენტებს შორის გამოირჩევა 3D ლაპარასკოპია, რომელიც იძლევა საოპერაციო უბნის მაღალი ხარისხის გამოსახულებასა და სუფთა სივრცობრივ ვიზუალიზაციას.
განყოფილებას უძღვება თოდუას კლინიკის გამოცდილი ონკოქირურგი და გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე, რომელიც სამედიცინო სფეროში 26 წელია მოღვაწეობს.
ქირურგიული უროლოგიის განყოფილება
ქირურგიული უროლოგიის განყოფილებაში ტარდება ონკოლოგიური და უროლოგიური ოპერაციები, როგორც ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდებით, ისე ღია ქირურგიული ჩარევის წესით. განყოფილებას გააჩნია STORZ-ისა და OLYMPUS-ის ფირმის უახლესი ლაპარასკოპიული ნაკრები და თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურა, რისი დახმარებითაც შესაძლებელია ჩატარდეს მაღალი სირთულის ოპერაციები ფართომასშტაბიანი ჩარევების გარეშე.
განყოფილებას 9 წელზე მეტია ზაალ კვირიკაშვილი, თოდუას კლინიკის ერთ-ერთი გამოცდილი უროლოგი უძღვება. უკეთ მას და სხვა მაღალკვალიფიციურ უროლოგებს ჩვენს ბლოგში გაიცნობთ.
ქირურგიული პროქტოლოგიის განყოფილება
ბევრი პროქტოლოგიური პრობლემა ადრეულ სტადიაზე ხშირად მედიკამენტებით ან/და მცირე ინვაზიური ჩარევითაც გვარდება. თუმცა დაგვიანებული მიმართვის დროს ქირურგიული ოპერაციების აუცილებლობაც თანდათან იზრდება. თოდუას კლინიკის განყოფილება ქირურგიული პროქტოლოგია უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის პროქტოლოგიური დაავადების ქირურგიულ მკურნალობას. უახლესი აპარატურის დახმარებით ოპერაციები სწრაფად და უმტკივნეულოდ სრულდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეაბილიტაციის ხანგრძლივობას.
ქირურგიული პროქტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ქირურგ-პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი.
კანის, ძვლებისა და რბილი ქსოვილების ონკოპათოლოგიათა განყოფილება
კანის ყველა ტიპის თანდაყოლილ და შეძენილ პათოლოგიათა მკურნალობა კანის, ძვლებისა და რბილი ქსოვილების ონკოპათოლოგიათა განყოფილებაში ხორციელდება.
ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ განყოფილებაში პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ კანის კიბოს დროს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის ქირურგიული ოპერაციები, როგორც სიმსივნის ფართო ამოკვეთა ერთმომენტიანი პლასტიკით ადგილობრივი ქსოვილების გამოყენებით, ასევე კანის თავისუფალი ნაფლეთის გადანერგვით.
მელანომის ქირურგიული მკურნალობა - მელანომის ფართო ამოკვეთა კანის გადანერგვით.
იღლიისქვეშა და საზარდულის ლიმფადენექტომიები კანის კიბოს და მელანომების მეტასტაზების დროს რბილქსოვილოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა (ფიბროლი პომა, ათერომა, ჰემანგიომა და სხვ.).
ყველა ტიპის რბილქსოვილოვანი სარკომების ქირურგიული მკურნალობა.
რბილქსოვილოვანი სარკომების დროს კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციები: სიმსივნის ამოკვეთა, კუნთისა და სისხლძარღვების აღდგენა.
ყველა ტიპის ამპუტაციები და ეგზარტიკულაციები შორსწასული რბილქსოვილოვანი და ძვლოვანი ავთვისებიანი პათოლოგიების დროს კიდურებსა და თითებზეძვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა
პლასტიკური ქირურგია
2020 წლიდან თოდუას კლინიკაში გაიხსნა პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაც, რომელსაც წარმატებული ქართველი პლასტიკური ქირურგი, ნოდარ ბრუნჯაძე ჩაუდგა სათავეში. დღეს განყოფილება პაციენტებს პლასტიკური ქირურგიის სრულ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მოიცავს როგორც მინიმალურ ჩარევებს, ისე შედარებით მასშტაბურ ოპერაციებს.
თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში ხელმისაწვდომია მოწყობილობა Vectra XT, რომელიც შექმნილია სხეულის ნაწილების 3D ფორმატში ვიზუალიზაციისა და მოდელირებისთვის. ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით პაციენტი წინასწარ მონიტორზე ხედავს სასურველი ზონის მოდელირებულ ვერსიებს და ოპერაციამდე ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აქვს.
ასე რომ, გვეწვიეთ თოდუას კლინიკაში, დაგეგმეთ მკურნალობა კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად და მიიღეთ პროფესიონალური მომსახურება ჩვენი ქირურგებისგან.