რინოპლასტიკა ანუ ცხვირის ოპერაცია – ყველაფერი მის შესახებ
ცხვირი სახის ცენტრალური ორგანოა, შესაბამისად, ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს შესახედაობასა და იერს. სწორედ ამიტომ რინოპლასტიკა, იგივე ცხვირის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური ქირურგიული ჩარევაა, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში.
გარდა ამისა, ცხვირის ოპერაცია არა მხოლოდ ესთეტიკური ანუ გარეგანი დეფორმაციების კორექციის მიზნით ტარდება, არამედ სუნთქვის პრობლემების გამოსასწორებლადაც, რასაც რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა ეწოდება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა ერთი ჩარევით განხორციელდეს როგორც ცხვირის ფორმის შეცვლა, ისე შინაგანი სტრუქტურების აღდგენა ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად. ამ ტიპის ჩარევას სეპტორინოპლასტიკა ეწოდება.
👉 პლასტიკური ქირურგია - გაიგეთ, რა ტიპის პლასტიკური ოპერაციები ტარდება თოდუას კლინიკაში
სარჩევი
რას მოიცავს რინოპლასტიკა (ცხვირის ოპერაცია)?
რინოპლასტიკით შესაძლებელია ცხვირის ძვლის, ცხვირის ხრტილის, ცხვირის წვერისა და ნესტოების კორექცია. პროცედურა ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტს სურს:
- ცხვირის დეფორმაციისა და ასიმეტრიის კორექცია;
- კეხის მოცილება;
- ცხვირის წვერის ფორმის კორექცია – აწევა, დაწევა ან/და შევიწროება;
- ცხვირის ფრთების ფორმისა და ზომის კორექცია;
- ნესტოების ფორმისა და ზომის კორექცია;
- პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული დეფორმაციის კორექცია;
- თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციების კორექცია;
- ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება.
👨⚕️ გაიცანით ნოდარ ბრუნჯაძე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური პლასტიკური ქირურგი თოდუას კლინიკაში.
რა არის საჭირო ცხვირის პლასტიკურ ოპერაციამდე?
ქირურგიულ ჩარევამდე აუცილებელია შეფასდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისთვისაც ინიშნება შესაბამისი წინასაოპერაციო კვლევები. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია სუნთქვითი ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით ტარდება, ასევე, აუცილებელია ცხვირით სუნთქვის გაძნელების მიზეზების წინასწარ დადგენა. ცხვირის ფორმის შეცვლამდე კი უმნიშვნელოვანესია სპეციალისტმა სწორად შეაფასოს პაციენტის ვიზუალური მონაცემები და მისი სურვილების გათვალისწინებით შესთავაზოს მას საუკეთესო ვარიანტი. ამისათვის თოდუას კლინიკაში კეთდება „ცხვირის მოდელირება“ ინოვაციურ მოწყობილობა Vectra XT-ზე, რომელიც სხეულის ნებისმიერი ნაწილის 3D ფორმატში ვიზუალიზაციისა და სასურველი ზონის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა.
ოპერაციამდე მნიშვნელოვანია მოერიდოთ გაზიანი სასმელების, ღამის 12 საათის შემდეგ კი საკვების მიღებას. სასურველია, ძილის წინ სახე დაიბანოთ ანტისეპტიკური საპნით და შეეცადოთ კარგად გამოიძინოთ.
🩺 ჩექაფი თოდუას კლინიკაში – გამოიკვლიეთ თქვენი ჯანმრთელობა სრულფასოვნად
რა მეთოდებით სრულდება რინოპლასტიკა?
რინოპლასტიკა სრულდება ორი ძირითადი მეთოდით – ღია ან დახურული წესით. ოპერაციის ღია მეთოდით ჩატარების დროს კეთდება განაკვეთი და იხსნება გარე ქსოვილი. მეტი ხილვადობის დამსახურებით, ქირურგს შესაძლებლობა აქვს მარტივად ჩაატაროს ოპერაცია და მიმართოს მრავალფეროვან ტექნიკურ საშუალებებს. ღია მეთოდს ძირითადად ტრავმით გამოწვეული ცხვირის ძვლის (ძგიდის) დეფორმაციების ან ცხვირის რადიკალური ცვლილების დროს მიმართავენ.
დახურული წესის დროს ჭრილობა ცხვირის შიგნიდან კეთდება. ამ შემთხვევაში ქირურგს მეტი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მოეთხოვება, რადგან მან შეზღუდული ხილვადობის პირობებში უნდა იგრძნოს სად, რისი მოკვეთა ან დამატებაა საჭირო. ამ მეთოდს უმეტესად ცხვირის წვერის ასაწევად ან თაღოვანი იერსახის გამოსასწორებლად მიმართავენ.
🤝 გაიცანით ჩვენი სადაზღვევო პარტნიორები
რინოპლასტიკა ზოგჯერ არაქირურგიული მეთოდითაც ტარდება, თუმცა თუ ოპერაციის მიზანი ცხვირის რადიკალური ცვლილებაა, შესაძლოა ის არასაკმარისი აღმოჩნდეს და საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
აღსანიშნავია, რომ თოდუას კლინიკაში ნებისმიერი მეთოდის შემთხვევაში, გამოიყენება დამზოგველი ტექნიკა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შესაძლოა გართულებებს, ტრავმების ალბათობასა და სარეაბილიტაციო პერიოდს.
როგორია რინოპლასტიკის, ცხვირის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია?
ოპერაციიდან მესამე ან მეოთხე დღეს ტამპონების ამოღება ხდება, მეშვიდე დღეს კი ნაკერის მოხსნა. თაბაშირის ნახვევი მეათე ან მეთორმეტე დღეს იხსნება. ამ პერიოდში შესაძლოა გაძნელებული იყოს სუნთქვა. რაც შეეხება თვალების გარშემო დასივებასა და სილურჯეს, დამზოგველი ტექნიკის დამსახურებით, შესაძლოა, პაციენტს საერთოდ არ გამოუვლინდეს. გამოვლენის შემთხვევაში კი ისინი ჩვეულებრივ 2 კვირაში ქრება.
რეაბილიტაციის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – აუცილებელია ცხვირი დაიცვათ რაიმე ტიპის ზემოქმედებისგან და თავი შეიკავოთ მძიმე ფიზიკური აქტივობისგან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში. ჭრილობების შეხორცების პროცესში, ასევე, უარი უნდა თქვათ ალკოჰოლსა და თამბაქოს მოხმარებაზე.
ოპერაციის შემდეგ აუცილებელია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იაროთ საკონტროლო ვიზიტებზეც, რომლებიც, როგორც წესი, რამდენიმე თვეში ერთხელ ინიშნება.
👉 მკერდის კორექცია - გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პლასტიკურ ოპერაციაზე
როდის ტარდება განმეორებითი ცხვირის ოპერაცია?
ცხვირმა ოპერაციის შემდგომ შესაძლოა განიცადოს დეფორმაცია. ისევე როგორც სხვადასხვა ორგანოები, დროთა განმავლობაში იზრდება ცხვირიც, ხდება სახის ფტოზირება, დუნდება რბილის ქსოვილები, რაც ასევე განაპირობებს ცხვირის ფორმის ცვლილებას. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტმა მოისურვოს განმეორებითი რინოპლასტიკა, რაც ხშირ შემთხვევაში არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, სპეციალისტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ცხვირზე უკვე ჩატარებული პროცედურების შესახებ, რათა მოხდეს შესაძლო გართულებების ან არასასურველი შედეგის თავიდან აცილება.