წელის ტკივილი და მკურნალობის მეთოდები

30/07/2021

წელის ტკივილის მკურნალობა

 

 

თანამედროვე ცხოვრებისეული რიტმიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ოფისებში მომუშავე ადამიანებისთვის წელის ტკივილი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ტკივილის რიტმის და რისკ-ფაქტორების განსაზღვრის შემდეგ დიაგნოზი დგება, როგორ უნდა გაუმკლავდეთ სახლის პირობებში ტკივილს და როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს, ჩვენ გირჩევთ:

 

 

წელის ტკივილი და მისი სახეები

 

წელის ტკივილს ახასიათებს მექანიკური და ანთებითი ხასიათი.

 

მექანიკური ტკივილია, როდესაც მჯდომარე ცხოვრების წესი თქვენი რუტინაა, ან გაწუხებთ ჭარბი წონა ან არასწორი ფიზიკური დატვირთვა მოხდა.

 

ანთებითი რიტმის წელის ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში განსაკუთრებით შემაწუხებელია და მოძრაობასთან ერთად შედარებით უმჯობესდება.

 

სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია ტკივილის რიტმის შეფასება, რათა დადგინდეს ტკივილი ხერხემლის ანთებით დაავადებასთან ხომ არ არის კავშირში.

 

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

 

ტკივილი თავისთავად გულისხმობს დაავადების ან პრობლემის არსებობას. პირველივე სიმპტომებისთანავე სასურველია სპეციალისტთან ვიზიტი, დროული დიაგნოსტიკის და სწორი მართვის შემთხვევაში, პრობლემა ადვილად აღმოიფხვრება, პაციენტს უმსუბუქდება დისკომფორტი და ისეთი სერიოზული სახის დაავადებების თავიდან აცილება ხდება, როგორიცაა სპონდილოართრიტები, რაც დაგვიანებული გამოვლენის შემდეგ იწვევს დეფორმაციებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას და ა.შ.

 

დეტალური კონსულტაციისთვის დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან.

 

წელის ტკივილის მკურნალობა

 

მექანიკური ხასიათით გამოწვეული ტკივილების განსაზღვრა თავადაც შეგიძლიათ, რადგან ძირითადი მიზეზებია: ჭარბი წონა, არასწორი ან ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, მჯდომარე ცხოვრების წესი. ანთებითი პროცესების დროს ყურადღება ექცევა ართრიტის, ნაწლავების და სხვა გენეტიკური ანამნეზის ფაქტორს.

 

როდესაც ტკივილს მექანიკური დაზიანების ხასიათი აქვს, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი: წონის კონტროლი, სწორად ვარჯიში, რომელსაც წინასწარ შეუთანხმებთ ექიმს, რადგან არსებობს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც კიდევ უფრო გაგირთულებთ წელის ტკივილს.

 

სპონდილოართრიტების დროს კი ინიშნება სპეციალური და საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა.

გაზიარება