ნეიროქირურგიის განყოფილებას დავით ბერიძე შემოუერთდა!
29/09/2023
თოდუას კლინიკის განყოფილებას "ნეიროქირურგია" ახალი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი დავით ბერიძე შეემატა.
2018 - 2022 წლებში "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" მუშაობდა ნეიროქირურგიის განყოფილებაში უმცროს ექიმად
2017 - 2022 წლებში "წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში" ნეიროქირურგიის განყოფილებაში იყო უმცროსი ექიმი
2016 - 2022 წლებში იყო "თოდუას კლინიკის" ნეიროქირურგიის განყოფილებაში უმცროსი ექიმი
2014 - 2016 წლებში მუშაობდა კატასტროფის ცენტრში "ემერჯენს სერვისი" უმცროს ექიმად
2013 - 2015 წლებში იყო "მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში" ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში ექთანი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 2 57 57 57