ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნეიროქირურგი დავით ბერძენიშვილი
ნეიროქირურგიის განყოფილება თოდუას კლინიკაში გთავაზობთ თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლისა და პერიფერიული ნერვების პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას. დეპარტამენტში ტარდება სიმსივნური წარმონაქმნების, ანევრიზმების, ხერხემლის თიაქრის, ჰიდროცეფალიის, პერიფერიული ნერვების კომპრესიული სინდრომისა და სხვა რთული ნეიროქირურგიული დაავადებების მართვა. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც ზუსტი და მაღალტექნოლოგიური ჩარევების ჩატარების შესაძლებლობას ქმნის.
თოდუას კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნეიროქირურგი დავით ბერძენიშვილი, ხოლო კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე ნეიროქირურგიული ტექნიკა და სხვადასხვა სირთულის ჩარევები..
ნეიროქირურგიული დაავადებების მართვა იწყება ზუსტი დიაგნოზით და ტექნიკურად გამართული ოპერაციული დაგეგმვით. თოდუას კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია ისეთი აპარატურით, რომელიც გამოიყენება როგორც ოპერაციის პროცესში, ისე რთული პათოლოგიების უსაფრთხო მართვისთვის. მათ შორის არის Zeiss-ის ნეიროქირურგიული მიკროსკოპი, AESCULAP-ის მაღალსიჩქარიანი ელექტრობორმანქანა, SORING-ის ულტრაბგერითი ასპირატორი CUSA და SIEMENS-ის ინტრაოპერაციული პორტატული რენტგენისა და ულტრაბგერითი აპარატები. ეს ტექნოლოგიური ბაზა მნიშვნელოვნად აძლიერებს ოპერაციების სიზუსტეს და კლინიკური გადაწყვეტილებების ხარისხს.
დეპარტამენტის მუშაობა ეფუძნება თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების გამოყენებას. კონკრეტულ დაავადებებთან მიმართებით გამოიყენება სპეციალიზებული მიდგომები.
ნეიროქირურგიის დეპარტამენტში ტარდება:
ნეიროქირურგიის განყოფილებაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ტარდება თავის ტვინის, პერიფერიული ნერვების და ზურგის ტვინის პათოლოგიების ოპერაციები.
სამედიცინო პროცედურები ხშირად სიმსივნური წარმონაქმნების მოცილებას, დაზიანებული ნერვის აღდგენასა და სისხლძარღვების პათოლოგიების მკურნალობას მოიცავს.
ნეირო-ონკოლოგია
- თავის ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
- ზურგის ტვინის სიმსივნეები (ინტრა-და ექსტრა-მედულარული სიმსივნეები)
- ჰიპოფიზის ადენომა (ენდოსკოპიით)
- მენინგიომა და ნევრინომა
- თავის ტვინის განვითარების ანომალიები
- III პარკუჭის კოლოიდური კისტა
- თავის ტვინის მეორადი დაზიანება (მეტასტაზები)
- თავის ტვინის პარაზიტული დაზიანება
- გლიური სიმსივნეების შემთხვევაში გამოიყენება ფლუროსცეიული მეთოდი
თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები
- თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა (ანევრიზმის კლიპირება)
- არტერიო-ვენური მალფორმაცია.
ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა
- მალთაშუა დისკის თიაქარი (მიკროდისკექტომია)
- არასტაბილური ხერხემალი
- მალების წანაცვლება (სპონდილოლისთეზი)
- ქალატვინის და წელის ტრავმა (ქირურგიული და კონსერვატული მკურნალობა)
- სამწვერა ნერვის ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობა მიკროვასკულურიდეკომპრესია)
- ჰემიფაციალური სპაზმი (სახის ნერვის მიკროვასკულური დეკომპრესია).
ჰიდროცეფალიის მკურნალობა
- მესამე პარკუჭის ფსკერის ენდოსკოპიური პერფორაცია
- ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტირება
- ვენტრიკულოატრიალური შუნტირება
- ლუმბოპერიტონეალურიშუნტირება
რეკონსტრუქციული ნეიროქირურგია
- ქალას/ქალასარქველის პოსტოპერაციული დეფექტების მთლიანობის აღდგენა 3D მოდელირებული იმპლანტების მეშვეობით
- ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა
პერიფერიული ნერვები
- კარპალური არხის სინდრომი
- კუბიტალური არხის სინდრომი
ნეიროქირურგია "თოდუას კლინიკაში"
ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკა 1991 წელს დაარსდა და დღესდღეობით ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ ლიდერ სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს. ჩვენი მულტიპროფილური კლინიკა მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითა და ულტრათანამედროვე აპარატურითაა დაკომპლექტებული. ნეიროქირურგია ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაც ჩვენს კლინიკას პაციენტებისთვის განსაკუთრებით კომფორტულს ხდის.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ნეიროქირურგი?
საუკეთესო ნეიროქირურგის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: ექიმის გამოცდილება, კლინიკის ტექნოლოგიური აღჭურვილობა, კონკრეტული პათოლოგიების მკურნალობის გამოცდილება და მრავალფეროვანი ქირურგიული შესაძლებლობები. კარგი ნეიროქირურგი აფასებს არა მხოლოდ ჩივილს, არამედ დაავადების ლოკალიზაციას, ნერვული სისტემის ჩართულობას, ოპერაციის რისკებს და შემდგომი აღდგენის პერსპექტივასაც.
როგორ ჩავეწერო ნეიროქირურგის კონსულტაციაზე?
თოდუას კლინიკაში ნეიროქირურგიის კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე დარეკვით 032 2 57 57 57.
