ლევან წამალაიძე
06/10/2025

თოდუას კლინიკის გუნდს შემოუერთდა მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქირურგი ლევან წამალაიძე - მცირეინვაზიური აბდომინალური ონკოქირურგიისა და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
წლების განმავლობაში ეწეოდა ამერიკაში სამეცნიერო და კლინიკურ საქმიანობას Mayo Clinic in Jacksonville-ის კამპუსში და Miami Cancer Institute-ში.
მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და კლინიკურ გაიდლაინებს, რაც მნიშვნელოვანად აძლიერებს თოდუას კლინიკის შესაძლებლობებს მაღალი დონის ქირურგიული სერვისის მიწოდებაში.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 2 57 57 57