ნიკოლოზ ფერაძე ქირურგი-მამოლოგი
28/09/2021
სტუმრობის დროს, ნიკოლოზ ფერაძე დაესწრება კონსილიუმებს მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.
ნიკოლოზ ფერაძე 2004 წლიდან მოღვაწეობს მილანის Istituto Europeo di Oncologia სამეცნიერო კვლევით ცენტრში და 2005 წელს მიღებული აქვს
მილანის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მამოლოგიაში.
2009 მიიღო Floriana Adinolfi Diomelli სახელობის ახალგაზრდა ექიმთა პრემია სარძევე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის
გაიარა რეზიდენტურა მილანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის სპეციალობაში.
სტაჟირებას გადიოდა ირლანდიაში, დუბლინის St. Vincent University Hospital -ში, მამოლოგიაში და მიღებული აქვს სერტიფიკატი ირლანდიის გენერალური სამედიცინო საბჭოსგან სპეციალისტების სრული რეგისტრაციის შესახებ.
2017 წელს გაიარა სტაჟირება მამოლოგიის დარგში ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის, Memorial Sloan Kettering Cancer Center - ში.
არის ევროპის ონკოლოგიური სკოლის - ESO-ს წევრი და მრავალი სამეცნიერო სტატიის, კვლევის ავტორი და თანაავტორი.
არის სარძევე ჯირკვლის რობოტული ქირურგიის პროექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პიონერი.
კონსულტაციები ჩატარდება 27, 28, 29 ოქტომბერს 11:00-17:00 საათამდე.
წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 2 57 57 57