Siemens-ის 3 უახლესი თაობის ტომოგრაფი!

16/09/2020

 

რეგიონში პირველი Dual Source კომპიუტერული ტომოგრაფი Somatom Force - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი აპარატია, რომელიც გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხითა და მინიმალურამდე დაყვანილი დასხივების დოზით.

• Somatom Force ბოლო თაობის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კარდიოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში. ხელოვნური ინტელექტის მქონე ტომოგრაფი ინფორმაციის მყისიერი და ავტომატური დამუშავების ფუნქციებითა და სპეციალური syngo via პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი.

• 128 - შრიანი ტომოგრაფი Somatom go.TOP სპეციალური Guide and Go პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც აქტიურად გამოიყენება ინტერვენციული პროცედურების უფრო მარტივად და მაღალი ეფექტურობით ჩასატარებლად.

• 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი Siemens Skyra Fit, რომელიც იქნება აღჭურვილი თავის ტვინის ფუნქციური მაჩვენებლების შესწავლის სრული პროგრამული უზრუნველყოფით f–MRI. ასევე შესაძლებელი იქნება სახსრების გამოკვლევის ჩატარება მყარი coil–ის გამოყენებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია აპარატის შესაძლებლობები მტევნისა და კოჭ–წვივის სახსრის კვლევის დროს.

გაზიარება