ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი
განყოფილების ხელმძღვანელი - მიხეილ ბარამია
ჰიბრიდული პოზიტრონ-ემისიური / კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) შექმნით შესაძლებელი გახდა მეტაბოლური და ანატომიური მონაცემების შერწყმა. ამ ტექნოლოგიის დანერგვამ დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა სამედიცინო დისციპლინებს, მათ შორის ნევროლოგიისა და კარდიოლოგიის განვითარებაზე, თუმცა მან განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ონკოლოგიის დარგში. დღესდღეობით პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფი (PET/CT) კვლევა მთელს მსოფლიოში გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების მართვაში. იძლევა მეტაბოლური აქტივობის ზუსტი ანატომიური ლოკალიზაციის დადგენის საშუალებას, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია შეუცვლელია ონკოლოგიური დაავადებების სტადირების, რესტადირების და მკურნალობაზე პასუხის შეფასებისთვის. შემთხვევათა დაახლოებით 30% -ში PET/CT ცვლის ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ტაქტიკას.
პოზიტრონ - ემისიური ტომოგრაფიის პრინციპს წარმოადგენს სიმსივნური უჯრედებისა და ქსოვილების გლუკოზის გაძლიერებული მეტაბოლიზმი ჯანსაღ ქსოვილებთან შედარებით. გლუკოზის მონიშვნა ხდება რადიოაქტიური ფტორით (F18 - ნახევარდაშლის პერიოდი 110 წთ), რომელსაც რადიოაქტიური დაშლის შედეგად ახასიათებს პოზიტრონების ემისია. პოზიტრონების ელექტრონებთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი გამა-გამოსხივების ასახვა ხდება სკანერის დეტექტორების მიერ, რის შედეგადაც მიიღება ინფორმაცია მთელი სხეულის სხვადასხვა უბნის მეტაბოლური აქტივობის შესახებ, რაც ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედებისა და ქსოვილების აღმოჩენას. სწორედ ამიტომ, პეტ გამოკვლევამ ფართო გამოყენება ჰპოვა ონკოლოგიაში. დღესდღეობით F18-ფტორდეზოქსიგლუკოზა (ფდგ) წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რადიოფარმპრეპარატს პეტ კვლევისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბირთვული მედიცინა - პოზიტრონ-ემისიური კვლევის (PET/CT) ჩვენებები
- ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა (სტადირება/რესტადირება)
- რეციდივისა და/ან განგრძობითი ზრდის დადგენა, როცა კლინიკური და ანატომიური მონაცემები უარყოფითია (მაგ.მომატებული სიმსივნური მარკერების ფონზე)
- მეტასტაზური პროცესის და/ან პარანეოპლაზიური სინდრომის დროს პირველადი კერის დადგენა
- კეთილთვისებიანი/ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება
- მკურნალობის (ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, კომბინირებული) ეფექტურობის შეფასება
- ბიოფსიისთვის საუკეთესო ლოკალიზაციის შერჩევა
- ქირურგიულ მკურნალობის დაგეგმარება
- სხივური თერაპიის დაგეგმარება
რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი - თათია ალექსიშვილი
თოდუას კლინიკის ბირთვული მედიცინის განყოფილება აღჭურვილია SIEMENS-ის ფირმის 2 უახლესი აპარატით ერთ - ფოტონ ემისიული კომპიუტერული ტომოგრაფით - Symbia intevo SPECT/CT და ერთ - ფოტონ ემისიული ტომოგრაფით Symbia Evo.
ეს უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გაცილებით დიდი სიზუსტით ჩატარდეს საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევები. აპარატი პაციენტებს უადვილებს დიაგნოსტიკურ პროცედურებს, რადგან საშუალებას იძლევა კვლევები ჩატარდეს სწრაფად და მინიმალური დასხივებით.
რადიონუკლიდურ კვლევას უჭირავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ადგილი ორგანოთა ფუნქციის შეფასებაში.
რადიონუკლიდურ განყოფილებაში ტარდება
- ძვლის სცინტიგრაფიული კვლევა ონკოლოგიურ პაციენტებში (მეტასტაზური დაზიანების გამოსავლენად) და ტრავმატოლოგიურ პაციენტებში (ძვლის ოსტეომიელიტის და პროტეზის მორყევის სადიაგნოსტიკოდ)
- ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია (თირეოტოქსიკოზის მიზეზის დასადგენად. ასევე ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ფუნქციური მდგომარეობის შესასწავლად -- ჰიპერ და/ან ჰიპოფიქსაციის უბნების გამოსავლენად)
- ფარისებრახლო ჯირკვლის სცინტიგრაფია (ფარისებრახლო ჯირკვლის ადენომის გამოვლენის მიზნით)
- თირკმლის დინამიური და კორტიკალური ნეფროსცინტიგრაფია (თირკმელების ფარდობითი ფუნქციური მდგომარეობის და GFR შეფასების მიზნით; თირკმლის თანდაყოლილი ანომალიების გამოსავლენად,თირკმლის არტერიის სტენოზისა და ვაზორენალური ჰიპერტენზიის სადიაგნოსტიკოდ; თირკმლის ტრავმის, ნაწიბურების,საშარდე გზების ინფექციური დაავადებების და შარდის ბუშტ- შარდსაწვეთის რეფლუქსის გამოსავლენად, პრაქტიკულად შეუცვლელია თირკმლის ობსტრუქციული დაავადებების დიაგნოსტიკაში)
- კუჭის სცინტიგრაფია (კუჭის მოტორულ-ევაკუაციური ფუნქციის შეფასებისთვის. ე.წ. კუჭის დაცლის სკანირება)
- მეკელის დივერტიკულის სცინტიგრაფია (ყველაზე სარწმუნო მეთოდია გასტროინტესტინური ტრაქტის უხშირესი თანდაყოლილი დარღვევის მეკელის დივერტიკულის გამოსავლენად, მცირეწლოვან ბავშვებში მელენის მიზეზის დასადგენად )
- ძვლის სცინტიგრაფიული კვლევა ტრავმატოლოგიურ პაციენტებში
- მიოკარდიუმის სცინტიგრაფია (მიოკარდიუმის სისხმომარაგების სადიაგნოსტიკოდ)
- ლიმფური სისტემის სცინტიგრაფია (ლიმფური სადინრების გამავლობის შეფასების მიზნით)