ენდოსკოპიის დეპარტამენტი - თოდუას ვერის ფილიალი

ენდოსკოპია თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში - ჩვენ გთავაზობთ მაღალტექნოლოგიურ გასტროსკოპიასა და კოლონოსკოპიას გამოცდილი ენდოსკოპისტების გუნდთან ერთად. ჩვენი პრიორიტეტია პაციენტის უსაფრთხოება და მაქსიმალური კომფორტი, რასაც თანამედროვე აპარატურა და ანესთეზია უზრუნველყოფს.

 

 

 

 

 

 

რა პროცედურებს მოიცავს ენდოსკოპია?

თოდუას კლინიკაში ტარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულყოფილი ენდოსკოპიური კვლევა:

  • საყლაპავი მილის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპური კვლევა, პილორული ჰელიკობაქტერიების გამოვლენა ბიოფსიური მეთოდით
  • საყლაპავი მილის აქალაზიით, დამწვრობით და ანასტომოზიტებით გამოწვეული შევიწროვების ბალონური დილატაცია
  • კუჭის და ნაწლავის კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენა
  • კოლიტის სხვადასხვა ფორმის ენდოსკოპიური და მორფოლოგიური სურათის დადგენა

გამოკვლევები ტარდება როგორც ადგილობრივი ანესთეზიით, ასევე ვენური სედაციით.

 

როგორ მოვემზადოთ ენდოსკოპიისთვის?

პროცედურის ეფექტურობა დამოკიდებულია სწორ მომზადებაზე:

  • გასტროსკოპია: აუცილებელია მობრძანდეთ უზმოდ. კვლევამდე 8-12 საათით ადრე უნდა შეწყვიტოთ საკვებისა და წყლის მიღება.
  • კოლონოსკოპია: საჭიროებს ნაწლავის სრულ გაწმენდას. პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე ინიშნება სპეციალური დაბალბოჭკოვანი დიეტა, ხოლო კვლევის წინა დღეს - ნაწლავის გამწმენდი პრეპარატები.

 

განყოფილებაში დამონტაჟებულია ფირმა OLYMPUS - ის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპიური აპარატი  Evis Exera III, რომელიც  გამოირჩევა  გამოსახულების მაღალი ხარისხით, რის შედეგადაც ხდება პათოლოგიური პროცესის უფრო მკაფიოდ შესწავლა. წინა მოდელის აპარატებთან შედარებით Evis Exera III-ის ორფოკუსიანი ვიდეოკამერა მაქსიმალურად უახლოვდება გამოსაკვლევ მიდამოს. ახლოფოკუსიანი ვიზუალიზაციისა და ფერების  შეცვლის ფუნქციით ხდება არსებული პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება. Evis Exera III წარმოადგენს ოქროს სტანდარტს კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკასა  და სიმსივნური წარმონაქმნების ვიზუალიზაციაში. NBI ფუნქციით შესაძლებელია ქსოვილის კაპილარული ქსელის მიკროსკოპული ვიზუალიზაცია და სხვადასხვა დაავადებების დიფერენცირება. სხვა ენდოსკოპიურ სისტემებთან შედარებით გაუმჯობესებულია ენდოსკოპიური ულტრაბგერითი ფუნქცია, რაც გულისხმობს უშუალოდ ენდოსკოპიური პროცედურის დროს ამა თუ იმ უბნის ულტრაბგერით კვლევას.

 

 

 

გაზიარება