კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია ვერის ფილიალში - საუკეთესო ონკოქირურგი

ონკოქირურგი - გრიგოლ ლეჟავა 

 

საუკეთესო ონკოქირურგიული მომსახურება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში. ჩვენ გთავაზობთ კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების კომპლექსურ დიაგნოსტიკას, ქირურგიულ მკურნალობასა და შემდგომ მონიტორინგს. ჩვენი მიზანია დაავადების ადრეული გამოვლენა და პაციენტის ჯანმრთელობაზე პროფესიული ზრუნვა.

 

რა პათოლოგიებს მკურნალობს განყოფილება?

  •  კანის კიბოს დროს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის ქირურგიული ოპერაციები, როგორც სიმსივნის ფართო ამოკვეთა ერთმომენტიანი პლასტიკით ადგილობრივი ქსოვილების გამოყენებით, ასევე კანის თავისუფალი ნაფლეთის გადანერგვით
  • მელანომის ქირურგიული მკურნალობა - მელანომის ფართო ამოკვეთა კანის გადანერგვით
  • იღლიისქვეშა და საზარდულის ლიმფადენექტომიები კანის კიბოს და მელანომების მეტასტაზების დროს
  • რბილქსოვილოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა (ფიბროლი პომა, ათერომა, ჰემანგიომა და სხვ.)

დიაგნოსტიკის მეთოდები

 

ზუსტი დიაგნოზი ეფექტური მკურნალობის წინაპირობაა. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ კვლევის თანამედროვე სტანდარტებს:

  • ვიზუალური დათვალიერება: ონკოქირურგის მიერ კანისა და რბილი ქსოვილების პირველადი შეფასება.
  • დერმოსკოპია: კანის წარმონაქმნების დეტალური შესწავლა სპეციალური აპარატით, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი სტრუქტურები.
  • ბიოფსია: ქსოვილის ნიმუშის აღება შემდგომი ლაბორატორიული კვლევისთვის.
  • ჰისტოლოგიური კვლევა: წარმონაქმნის უჯრედული შემადგენლობის საბოლოო დადასტურება უმაღლესი სიზუსტით.

 

ყველა ტიპის რბილქსოვილოვანი სარკომების ქირურგიული მკურნალობა რბილქსოვილოვანი სარკომების დროს კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციები:

 

  • სიმსივნის ამოკვეთა, კუნთისა და სისხლძარღვების აღდგენა
  • ყველა ტიპის ამპუტაციები და ეგზარტიკულაციები შორსწასული რბილქსოვილოვანი და ძვლოვანი ავთვისებიანი პათოლოგიების დროს   კიდურებსა და თითებზე
  • ძვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა
  • გინეკომასტია მამაკაცებში

ჩაიტარეთ კომპიუტერული ტომოგრაფია თოდუას კლინიკაში, დეტალური ინფორმაციისთვის კი დაგვიკავშირდით 2 57 57 57 

გაზიარება