ქირურგიული მამოლოგიის დეპარტამენტი
განყოფილების ხელმძღვანელი – ზაზა ყატაშვილი
ქირურგიული მამოლოგია თოდუას კლინიკაში - სარძევე ჯირკვლების პათოლოგიების შეფასება, პოტენციური საშიშროებების გამოვლენა და კომპლექსური მკურნალობა. ქირურგიული მამოლოგიის განყოფილებაში შესაძლებელია ძუძუს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა, ძუძუს კიბოს დროს რეკონსტრუქციული ოპერაციები, ლიმფური კვანძების ბიოფსია და მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია. კლინიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადრეულ დიაგნოსტიკასა და რეგულარულ სკრინინგს.
სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან მკერდის არეში განვითარებული ცვლილებები ხშირად საწყის ეტაპზე მსუბუქი ან არასპეციფიკური სიმპტომებით ვლინდება. სწორედ ამიტომ მამოლოგთან დროული ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც კეთილთვისებიანი ცვლილებების, ისე უფრო სერიოზული პათოლოგიების ადრეული აღმოჩენისთვის.
თოდუას კლინიკის ქირურგიული მამოლოგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების სრული სპექტრის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად, მრავალპროფილური კონსილიუმის მონაწილეობით, რომელშიც ერთვებიან ონკოქირურგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, რადიოლოგი და პლასტიკური ქირურგი.
თუ გაინტერესებთ, ვინ არის საუკეთესო მამოლოგი თბილისში, არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ექიმის გამოცდილებას, არამედ იმასაც, რამდენად სრულყოფილად არის კლინიკაში წარმოდგენილი დიაგნოსტიკის, ოპერაციული მკურნალობის, რეკონსტრუქციული ქირურგიისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობები. თოდუას კლინიკაში ქირურგიული მამოლოგია სწორედ ამ პრინციპზეა აგებული - პათოლოგიის დროული აღმოჩენა, მკურნალობის ინდივიდუალური დაგეგმვა და შემდგომი დაკვირვება ერთ სივრცეში.
ქირურგიული მამოლოგია თოდუას კლინიკაში
ქირურგიული მამოლოგიის განყოფილებაში შესაძლებელია სარძევე ჯირკვლების პათოლოგიების სრული სპექტრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. იგულისხმება სიმსივნეების პროფილაქტიკა, ადრეული გამოვლენა და კომპლექსური მკურნალობა. ამასთანავე, ჩვენს სამედიცინო ცენტრში ტარდება ძუძუს, როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა.
თოდუას კლინიკა უზრუნველყოფს ძუძუს კიბოს დროს ერთმომენტიან და გადაუდებელ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს, რაც ონკოპლასტიკური მეთოდიკის, სილიკონის ენდოპროთეზებისა და კან-კუნთოვანი ნაფლეთების გამოყენებას გულისხმობს, როგორც ცალკეულად, ისე ერთმანეთთან კომბინაციით.
დამატებით ქირურგიული მამოლოგია შემდეგ სერვისებსაც მოიცავს:
- ინტრაოპერაციული მორფოლოგიური და ციტოლოგიური ექსპრეს დიაგნოსტიკა;
- „სენტინელის’ სასიგნალო ლიმფური კვანძების ბიოფსია;
- თირაკოსკოპული მეთოდის გამოყენებით, პარასტერნალური მიდამოს ლიმფური კვანძების ბიოფსია;
- ძუძუს კიბოთი გამოწვეული რადიკალურად ნამკურნალები პაციენტების რეაბილიტაცია;
სტაციონალური განყოფილება
სტაციონარულ განყოფილებაში ტარდება ძუძუს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა. ძუძუს კიბოს დროს ერთმომენტიანი და გადავადებული რეკონსტრუქციული ოპერაციები: ონკოპლასტიკური მეთოდიკის, სილიკონის ენდოპროთეზების, კან-კუნთოვანი ნაფლეთებით და მათი კომბინაციის გამოყენებით .
ხორციელდება ინტრაოპერაციული მორფოლოგიური და ციტოლოგიური ექსპრეს დიაგნოსტიკა. „სენტინელის” სასიგნალო ლიმფური კვანძების ბიოფსია. პარასტერნალური მიდამოს ლიმფური კვანძების ბიოფსია-თორაკოსკოპული მეთოდის გამოყენებით.
კლინიკაში ხორციელდება ძუძუს კიბოს გამო რადიკალურად ნამკურნალები პაციენტების რეაბილიტაცია ფიზიოთერაპიისა და ფუნქციური რეაბილიტაციის განყოფილებაში. ზედა კიდურის ლიმფოსტაზის მკურნალობა ხდება ვიბროვაკუმმასაჟის აპარატის გამოყენებით დიდი ეფექტურობით.
ქირურგიული მამოლოგია
მამოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც სარძევე ჯირკვლების დაავადების გამოვლენაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ის შეისწავლის ჯირკვლებში მიმდინარე, როგორც ფიზიოლოგიურ, ისე პათოლოგიურ პროცესებს.
თავის მხრივ, ქირურგიული მამოლოგია, ქირურგიული მედიცინის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს დინამიკური და მრავალმხრივი დარგი მოიცავს იმ პროცედურათა ფართო სპექტრს, რომლებიც მკერდის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებასა და ქირურგიული ჩარევით მკურნალობას გულისხმობს.
როდის უნდა მივმართოთ მამოლოგს?
თოდუას კლინიკის მაღალკვალიფიციურ მამოლოგებთან კონსულტაცია დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში თუ სარძევე ჯირკვლების გარკვეული ჩივილები გაქვთ. ეს გართულებები კი შესაძლოა სხვადასხვა სიმპტომებით გამოვლინდეს.
მაგალითად, მკერდის არეში მომატებული ტკივილი და მგრძნობელობა შესაძლოა გამოწვეული იყოს, ერთი მხრივ, ჰორმონალური ცვლილებებით, მეორე მხრივ კი ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნით, ფიბროკისტოზით. ასევე, მკერდის ზომისა და ფორმის შესამჩნევი ცვლილება სარძევე ჯირკვლების პათოლოგიებთან არის ხოლმე დაკავშირებული.
არსებობს ალბათობა იმისა, რომ მკერდის აუხსნელი შეშუპება სხვადასხვა პრობლემურ მდგომარებაზე, მაგალითად ანთებით პროცესებზე ან სიმსივნეზე მიუთითებდეს. იღლიის არეში ლიმფური კვანძების შეშუპება კი ზოგჯერ ძუძუს კიბოსთანაა ასოცირებული.
მკერდისა და სარძევე ჯირკვლების პათოლოგიების დამატებითი სიმპტომები შესაძლოა უკავშირდებოდეს დრდვილების გაუფერულებასა და კონტურის ცვლილებას, მკერდზე წყლულების გაჩენასა და გავრცელებას, ეპითელიუმის ცვლილებასა და გამონადენს ძუძუს თავებიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომები დაკავშირებულია, როგორც სიმსივნურ პროცესებთან, ისე ისეთ კეთილთვისებიან ცვლილებებთან, როგორებიცაა: ფიბროადენომა, კისტები, ფიბროკისტოზი და ა.შ.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ რეგულარული სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა, სარძევე ჯირკვლების დაავადებების ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ქირურგიული მამოლოგი?
საუკეთესო ქირურგიული მამოლოგის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: ექიმის გამოცდილება, ოპერაციული და რეკონსტრუქციული მკურნალობის შესაძლებლობები, დიაგნოსტიკის სიზუსტე და მრავალპროფილური მიდგომა. კარგი მამოლოგი აფასებს არა მხოლოდ არსებულ ჩივილებს, არამედ რისკ-ფაქტორებს, დაავადების გავრცელების ალბათობას და მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის საჭიროებასაც.
როგორ ჩავეწერო ქირურგიული მამოლოგიის კონსულტაციაზე?
თოდუას კლინიკაში ქირურგიული მამოლოგიის კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე 032 2 57 57 57 დარეკვით.
