სტაციონარული ონკოლოგიის დეპარტამენტი
განყოფილების ხელმძღვანელი - თამარ რუხაძე
სტაციონარული ონკოლოგიის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით მზადაა მედიცინის უახლესი მიღწევების საფუძველზე პაციენტებს ჩაუტაროს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. 2016 წლიდან დღემდე დეპარტამენტი კლინიკური ონკოლოგია თოდუას კლინიკაში წარმოადგენს ევროპის მედიკოს ონკოლოგთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებულ, ონკოლოგიურ პაციენტებზე ორიენტირებულ საერთაშორისოდ აღიარებულ სამსახურს. ის ასევე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ონკოლოგიის სასწავლო ბაზა და თანამშრომლობს 50-ზე მეტ ევროპულ და აშშ-ს თსუ-ს პარტნიორ საუნივერსიტეტო კლინიკასა და სამეცნიერო-პრაქტიკულ დაწესებულებასთან.
განყოფილების მულტიდისციპლინურ გუნდში ჩართული არიან: მაღაკლვალიფიციური დიაგნოსტები, კლინიკური ონკოლოგები, მორფოლოგები, ქირურგები, რადიოლოგები, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოთერაპევტი, ტკივილის მართვისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ექსპერტი. განყოფილების სამედიცინო პერსონალი მუდმივ კოლაბორაციაშია საერთაშორისო ექსპერტებთან ტელეკონფერენციებისა თუ პაციენტთა ერთობლივი განხილვებით, პირისპირ თუ ვირტუალურ რეჟიმებში. კლინიკური ონკოლოგიის განყოფილებაში პაციენტებს სტაციონარულ პირობებში საშუალება აქვთ ჩაიტარონ ქიმიო- იმუნო- ჰორმონო თერაპია,როგორც მონო, ასევე პოლიქიმიოთერაპიის სახით და სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.
სტაციონარული მომსახურეობა საშუალებას იძლევა მკურნალობა წარიმართოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსალოდნელ გართულებებს და ხელს უწყობს რთული დაავადების მკურნალობის დაძლევაში. რიგ რთულ შემთხვევებში კი პაციენტების სპეციფიური მკურნალობის ჩატარების შესაძლებელობას იძლევა.
სტაციონარის პირობებში პაციენტებს უტარდებათ მაღალხარისხიანი მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უახლესი კლინიკური რეკომენდაციების და პროტოკოლების მიხედვით.
მხოლოდ თოდუას კლინიკაშია შესაძლებელი, პაციენტებმა მიზანმიმართულ ონკოლოგიურ მკურნალობასთან ერთად ჩაიტარონ დამხმარე- შემანარჩუნებელი თერაპია და გაიარონ პოსტ ქიმიოთერაპიული თუ სხივური თერაპიის შემდგომი რეაბილიტაცია, ტკივილის მართვა და სიმპტომური თერაპია. სამედიცინო ცენტრში არსებული უახლესი დიაგნოსტიკურ-ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები საშუალებას აძლევს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მულტიდისციპლინურ გუნდს დინამიურ რეჟიმში შეაფასოს პაციენტთა მდგომარეობა.
განყოფილებაში ტარდება ყოვლკვირეული განხილვა-კონსილიუმი, სადაც ხდება პაციენტთა მდგომარეობის შეფასება სხვადასხვა პროფესიონალთა მონაწილეობით.