ონკოლოგია – სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთ სივრცეში

15/08/2023

განყოფილება ონკოლოგია თოდუას კლინიკაში

საზოგადოების დიდი ნაწილი ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოზს ჯერ კიდევ განაჩენად მიიჩნევს. სამწუხაროდ, სიმსივნური პათოლოგიები მართლაც დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, თუმცა თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით, კიბოსგან განკურნების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ონკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ვითარდება მთელს მსოფლიოში და მათ შორის, რასაკვირველია, საქართველოშიც.

 

 

სიმსივნეების წარმატებულად მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან მომსახურებას. ხარისხიანი მომსახურება კი ექიმის კომპეტენციის პარალელურად, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უახლესი ტექნოლოგიების ჩართულობასა და სისტემურ მიდგომას გულისხმობს. თოდუას კლინიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი პაციენტებისთვის სწორედ ამგვარი - უმაღლესი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაა. ამიტომ, სამედიცინო ცენტრში მუდმივად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები და სისტემური მკურნალობისთვის საჭირო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდები.

 

პროფესიონალ ექიმთა გუნდი თითოეული პაციენტის კლინიკურ შემთხვევას განიხილავს  მულტიდისციპლინურ კონსილიუმზე, სადაც გადაწყვეტილება მკურნალობის ტაქტიკის შესახებ მიიღება ერთობლივად, დარგის სხვადასხვა სპეციალისტის აზრის შეჯერებით.

 

ონკოლოგია - მკურნალობის მეთოდები

 

ონკოლოგიური დაავადებები სრულფასოვან დიაგნოსტირებას, კომპლექსურ მკურნალობასა და მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს. ამიტომ, ონკოლოგიური პაციენტისთვის, დროისა და ძალისხმევის დაზოგვის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრული სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს, დაწყებული რუტინული ლაბორატორული ანალიზებით და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა კონსულტაციებით და დამტავრებული ისეთი მაღალტექნოლოგიური სერვისებით, როგორიცაა: გენეტიკური კვლევები, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ/კტ), ენდოციტოსკოპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ტრანსბრონქული ბიოფსია, ლაპაროსკოპული ონკოქირურგია, იმუნოთერაპია და რადიოქირურგია.  

 

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს სოლიდური და ჰემატოლოგიური სიმსივნეების მკურნალობას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში, სადაც ექიმთა და ექთანთა პროფესიონალების გუნდი მუდმივად ზრუნავს პაციენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და აწვდის მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ თოდუას კლინიკა წარმატებით მუშაობს ონკოლოგიის დეპარტამენტი ისეთ დაავადებებთან ბროლაში როგორებიცაა: ფილტვის სიმსივნე, ძუძუს კიბო და სხვ.

 

დიაგნოზიდან გამომდინარე, პაციენტებს უტარდებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია, იმუნოთერაპია, ან მათი კომბინაცია. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის, ასევე მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების მართვა ხდება როგორც ამბულატორულ (დღის სტაციონარის), ასევე, საჭიროებისამებრ, სტაციონარის პირობებში,

 

უახლესი საერთაშორისო პროტოკოლები, რეჟიმები და მედიკამენტები, რომლებიც ახლდება და იხვეწება ყოველწლიურად, საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ მკურნალობის გვერდითი ეფექტები, გავზარდოთ გამოჯანმრთელების მაჩვენებლები და სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს პაციენტებში.

 

დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე – რა ეტაპებს გადის პაციენტი თოდუას კლინიკაში

 

წარმოგიდგენთ ეტაპებს, რომლებსაც გაივლის პაციენტი თოდუას კლინიკაში დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე.

 

ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა

 

ცხადია, ეფექტიანი მკურნალობის საწინდარი სწორი დიაგნოსტიკაა – აუცილებელია ზუსტად დადგინდეს სიმსივნის მორფოლოგიური ტიპი, მისი ლოკალიზაცია, გავრცელება და განხორციელდეს სწორი სტადირება. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევისთვის. ამისთვის  თოდუას კლინიკაში ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების მთელი სპექტრი. მრავალფეროვან გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა ეხმარება სპეციალისტებს  შეძლონ არა მარტო პათოლოგიის სრულფასოვანი სურათის დადგენა, არამედ, მკურნალობის შედეგების დინამიკაში ზედმიწევნით ზუსტი შეფასება.

 

თოდუა კლინიკა უკვე მრავალი ათწლეულია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რადიოლოგიის (და არა მარტო რადიოლოგიის) დარგში.  უკვე აღარავის უკვირს ეფექტური კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი, ენდოსკოპიური გამოკვლევები და სხვა ინსტრუმენტული კვლევები, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრში წარმოდგენილი ყველა აპარატი ულტრათანამედროვეა და თითოეულში ინტეგრირებუილია ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა (ე.წ. ხელოვნური ინტელექტი), რაც შესაძლებელს ხდის განხორციელდეს მაღალი სიზუსტის ინტერპრეტაცია და დეტალურად შეფასდეს ორგანიზმის როგორც სტრუქტურული, ისე ფუნქციონალური ცვლილებები.

 

თოდუას კლინიკაში ტარდება პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიაც - კვლევა, რომელიც დღეს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ადრეულ სტადიაზე სიმსივნური უჯრედებისა და ქსოვილების აღმოჩენა, ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება, ბიოფსიისთვის საუკეთესო ლოკალიზაციის შერჩევა, მკურნალობის ეფექტურობის შეფასება და სხვა.

 

ონკოლოგიურ პათოლოგიათა აღმოჩენისა თუ დაავადებათა შესწავლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევები. თოდუას კლინიკის ტექნოლოგიური ბაზა ამ ტიპის კვლევების უმაღლესი ხარისხის გარანტიაა.

 

კლინიკაში ფუნქციონირებს პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე LEICA-ს ფირმის აპარატურითა და ციფრული მიკროსკოპებით. განყოფილება უზრუნველყოფს სიმსივნის ჰისტოგენეზისა და პირველადი კერის დადგენას, სიმსივნური უჯრედების თვისებების შესწავლასა და მათ ცვლილებებზე დაკვირვებას, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ სიმსივნური ქსოვილების მგრძნობელობის დადგენას და ა.შ.

 

თოდუას კლინიკაში წარმოდგენილია მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ონკოგენეტიკის ლაბორატორიაც, რომელშიც სხვადასხვა ტიპის თანდაყოლილი და შეძენილი გენეტიკური  მუტაციების, ასევე  ადამიანის სხვადასხვა დაავადებების მიმართ გენეტიკური მიდრეკილების დადგენა არის შესაძლებელი. აქ ჩატარებული კვლევის შედეგები ონკოლოგებსა და თერაპევტებს ეხმარება დაადგინოს, რამდენად ეფექტიანი იქნება კონკრეტული პაციენტისთვის ტარგეტული თერაპია და, ზოგადად, მკურნალობის რომელი სქემა იქნება მისთვის ყველაზე ოპტიმალური.

 

რომელი დაავადებების მკურნალობას მოიცავს ონკოლოგია?

 

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში მულტიდისციპლინური გუნდი ერთვება. ონკოლოგი, ონკოქირურგი, რადიაციული ონკოლოგი, რადიოლოგი, მორფოლოგი, ფიზიოთერაპევტი და სხვა სპეციალისტები ყველა ცალკეულ შემთხვევას კონსილიუმზე განიხილავენ და ერთობლივად არჩევენ კონკრეტული პაციენტისთვის ყველაზე ეფექტურ მკურნალობის მეთოდს. ამგვარ შეხვედრებს სისტემატური ხასიათი აქვს, რათა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ცვლილებები მკურნალობის სქემაში. მულტიდისციპლინური მიდგომა და მუდმივი მონიტორინგი უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების და ნებისმიერი სხვა სუბიექტური ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას.

 

თოდუას კლინიკაში შესაძლებელია თითქმის ყველა იმ სამკურნალო პროცედურების ჩატარება, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებშია ხელმისაწვდომი. რადიაციული ონკოლოგია თოდუას კლინიკის ერთ-ერთი წარმატებული განყოფილებაა, სადაც მკურნალობის მრავალი თანამედროვე მეთოდია დანერგილი. განყოფილება აღჭურვილია VARIAN-ის ფირმის ორი უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლით – TRUEBEAM-ითა და რადიოქირურგიული სისტემით EDGE-თ. ეს უკანასკნელი აერთიანებს როგორც რადიოთერაპიულ, ისე რადიოქირურგიულ ტექნიკებს. VARIAN-ის სწრაფი სისტემა ამცირებს პროცედურის ხანგრძლივობას, ხოლო გამოსახულების მაღალი ხარისხი საშუალებას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს სამიზნე უბნის დასხივება, რათა არ დაზიანდეს ჯანმრთელი ორგანოები და ქსოვილები. განყოფილებას ხელმძღვანელობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური რადიაციული ონკოლოგი ნატალია ჯანყარაშვილი.

 

სხივური თერაპია ხშირად მკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში გამოიყენება, მათ შორის, ქიმიო-, ჰორმონო-, იმუნოთერაპიასა და ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად. სხვადასხვა ტიპის თერაპიები თოდუას კლინიკაში ტარდება როგორც ამბულატორულად, ისე სტაციონარულად.

 

სტაციონარულ პაციენტებს ემსახურება კლინიკური ონკოლოგიის განყოფილება.

 

სტაციონარული მომსახურეობა საშუალებას იძლევა მკურნალობა წარიმართოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო  პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად  ამცირებს მოსალოდნელ გართულებებს და ხელს უწყობს რთული დაავადების მკურნალობის დაძლევაში. რიგ რთულ შემთხვევებში კი პაციენტებისთვის სპეციფიური მკურნალობის ჩატარების და მკურნალობის გართულებების მართვის შესაძლებელობას იძლევა.

 

მხოლოდ  თოდუას კლინიკაშია შესაძლებელი, პაციენტებმა მიზანმიმართულ ონკოლოგიურ მკურნალობასთან ერთად ჩაიტარონ დამხმარე- შემანარჩუნებელი თერაპია და გაიარონ ქიმიო- თუ სხივური თერაპიის შემდგომი რეაბილიტაცია და სიმპტომური მართვა.     სამედიცინო ცენტრში არსებული უახლესი დიაგნოსტიკურ-ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები საშუალებას აძლევს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მულტიდისციპლინურ გუნდს დინამიურ რეჟიმში შეაფასოს პაციენტთა მდგომარეობა და აკონტროლოს მკურნალობის შედეგები.

 

ქირურგია ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია.

 

ონკოქირურგიული ჩარევები ქირურგის განსაკუთრებულ კვალიფიკაციას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ქირურგიული მკურნალობისთვის თოდუას კლინიკაში პაციენტებს მრავალწლიანი გამოცდილების, შესაბამისი პროფილის ცნობილი ონკო-ქირურგები ემსახურებიან.

 

თოდუას კლინიკაში წელიწადში 1000-ზე მეტი სხვადასხვა ლოკალიზაციისა და სირთულის ონკოლოგიური ოპერაცია სრულდება, მათ შორისაა აბდომინური ონკოქირურგია, გინეკოლოგიური ონკოქირურგია, უროლოგური ქირურგია, ნეიროქირუგია, თავ-კისრის ონკოქირურგია, ქირურგიული პროქტოლოგია, კანისა და რბილი ქსოვილების ონკოპათოლოგიათა ქირურგია და სხვა.

 

ისევე როგორც მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრები, ჩვენი კლინიკაც  მაქსიმალურად არის ორიენტირებული ორგანოშემანარჩუნებელ, მცირეინვაზიურ, ლაპარასკოპიულ ტექნიკაზე. ამგვარი ჩარევები პაციენტისთვის ნაკლებტრავმულია, შესაბამისად მკვეთრად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდსა და გართულებების რისკს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აღდგენით, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ოპერაციებს, რომლებიც ონკოპალოგიის მქონე პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

და ბოლოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, კიბოს მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ კლინიკებში, რომლებიც აღჭურვილია ადეკვატური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით, დაკომპლექტებულია შესაბამისად განსწავლული, მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც მუშაობენ მულტიდისციპლინურ გუნდებში, მკაფიოდ განსაზღვრული როლით და მკაცრად გამიჯნული ფუნქციებით. ასეთ კლინიკად კი რეგიონის მასშტაბით თოდუას კლინიკა იქნა მიჩნეული.

გაზიარება