მანგიტო რეზონანსული ტომოგრაფია - თოდუას ვერის ფილიალი

მრტ კვლევა თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში - ჩვენ გთავაზობთ თავის ტვინის, ხერხემლისა და სახსრების მაღალტექნოლოგიურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას. უახლესი აპარატურა უზრუნველყოფს ქსოვილებისა და ორგანოების დეტალურ ვიზუალიზაციას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. 

რა ორგანოებზე ტარდება მრტ კვლევა?

თოდუას კლინიკაში მრტ დიაგნოსტიკა გამოიყენება რბილი ქსოვილებისა და ნერვული სისტემის სიღრმისეული შესწავლისთვის:

  • თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
  • სუბმილიმეტრული ჭრილების გამოყენება მკვეთრად ზრდის ნებისმიერი წვრილკეროვანი დაზიანების გამოვლენის ალბათობას.  
  • თავის ტვინში გამოვლენილი პათოლოგიური უბნის სპექტროსკოპიური კვლევა მისი მეტაბოლურ დონეზე შეფასების  შესაძლებლობლობას იძლევა
  • თავის ტვინის იშემიური დაზიანების გამოვლენა მწვავე სტადიაში, და სიმსივნური წარმონაქმნების ხასიათის დიფერენცირება შესაძლებელია დიფუზიურ შეწონილი გამოსახულებების გამოყენებით
  • თავის ტვინისა და კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია – აღნიშნული მეთოდი ჩვეული რენტგენოკონტრასტული გამოკვლევის არაინვაზიური ალტერნატივა
  •  მუცლის ღრუს ორგანოების: ღვიძლის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების კვლევა,სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია. მრ-ენტეროგრაფია.
     მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა, მათ შორის პროსტატისა და შარდის ბუშტის მულტიპარამეტრიული კვლევები.
     საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სტრუქტურული დარღვევების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
     გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ფუნქციური, მორფოლოგიური და გვიანი კონტრასტული გაძლიერების რეჟიმების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციას იძლევა გულის ანთებითი, ინფილტრაციული, იშემიური დაავადებების და კარდიომიოპათიების დიაგნოსტიკაში.
  • პედიატრიული პაციენტების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა

 

აპარატურა და ტექნოლოგია

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დეპარტამენტი აღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით,  Magnetom Vida (3T სიმძლავრის), რომელიც გამორჩეულია:

  • უახლესი თაობის პროგრამული აღჭურვილობით, რომლის საშუალებით ხდება სტუქტურული ცვლილებების დეტალური შეფასება სხვასდასხვა პათოლოგიის დროს.
  • მძიმე წონის პაციენტების გამოკვლევის შესაძლებლებლობით.
  • ფართო გვირაბი უზრუნველყოფს კლაუსტროფობიული პაციენტების კვლევის კომფორტს.
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კვლევის ჩატარება სედაციით. ანესთეზიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს როგორც ზრდასრული, ასევე პედიატრიული პაციენტების სედაციას.

 

როგორ მოემზადოთ მრტ კვლევისთვის?

მრტ კვლევა უსაფრთხოა, თუმცა მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას:

  • მაგნიტური ველის გამო, კვლევის წინ აუცილებელია ყველა მეტალის ნივთის (სამკაულები, საათი, პირსინგი, ტანსაცმელი ლითონის დეტალებით) მოხსნა.
  • კონტრასტული კვლევა: თუ დაგეგმილი გაქვთ კვლევა კონტრასტით, რეკომენდებულია მობრძანდეთ უზმოდ.
  • იმპლანტები: აუცილებლად აცნობეთ პერსონალს, თუ გაქვთ კარდიოსტიმულატორი, ლითონის პროტეზი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა ორგანიზმში.
გაზიარება