მიკრობიოლოგიის ლაბორატორია
მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი - თინათინ მესხიშვილი
მიკრობიოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის ლაბორატორია აღჭურვილია :
- BioMeriux - ის ბაქტერიოლოგიური ანალიზატორი Vitek2 Compact,
- Sperm Quality Analyzer(SQA-V) - ით
თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მიღებული შედეგების სიზუსტეს, სისწრაფეს და მაღალ სანდოობას. პჯრ - ის უდავო უპირატესობას წარმოადგენს რაოდენობრივი ანალიზი, რაც შესაძლებელს ხდის ინფექციური აგენტებისა და მიკროორგანიზმების არამარტო აღმოჩენას ბიოლოგიურ მასალაში, არამედ მათ ზუსტ ხარისხობრივ და რაოდენობრივ განსაზღვრას.
ლაბორატორიაში ტარდება :
- ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, ჩირქოვან - ანთებითი პროცესების გამომწვევი მიკროფლორის, ვირუსული, სოკოვანი, ინფექციური პათოლოგიების დიაგნოსტიკა.
- სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუშების: შარდის, ნახველის, ურეთრის და უროგენიტალური ნაცხის, პროსტატის სეკრეტის, ჩირქის, ჭრილობიდან აღებული მასალის ექსუდატებისა და გამონაჟონი სითხეების, თავზურგტვინის სითხის, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა იდენტიფიკაცია, სისხლის სტერილობის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (მიკრობის იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა)
- A + B ჯგუფის გრიპის ვირუსის აღმოჩენა ნაზოფარინგეალურ ნაცხში, ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის ტიპების, მიკოპლაზმა ჰომინისის და ქლამიდია ტრაქომატისის , C და B ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენა და გენოტიპირება პჯრ მეთოდით რეალურ დროში.
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის, ჰელიკობაქტერიების ანტიგენის, როტა-ადენოვირუსების, ენტეროვირუსების, ჰემორაგიული ეშერიხია კოლის VT - 1+VT-2, კლოსტრიდიუმ დეფიცილე A+B ტოქსინის შესწავლა, იერსინია ენტეროკოლიკა-ს აღმოჩენა ფეკალურ მასაში.
- ტესტი კალპროტექტინზე და ფარულ სისხლდენაზე, ნაწლავის პათოლოგიური ფლორის და დისბაქტერიოზის შესწავლა,
- სპერმოგრამა - სპერმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შესწავლა აგრეთვე სათესლე სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევა.
კლინიკური მიკრობიოლოგიის და მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია არის თსსუ სარეზიდენტო პროგრამა ‘’ ლაბორატორიული მედიცინის“ სასწავლო ბაზა.