მცირე ინვაზიური აბდომინალური ონკოქირურგიისა და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტი

მცირეინვაზიური აბდომინალური ონკოქირურგიისა და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ლევან წამალაიძე

 

ჩვენი დეპარტამენტი, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, იყენებს თანამედროვე ქირურგიულ ტექნოლოგიებს, ხელმძღვანელობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტანდარტებით და სთავაზობს პაციენტებს მათზე ორიენტირებულ სერვისებს, რაც საბოლოო ჯამში უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

ვასრულებთ მცირეინვაზიური მიდგომით რთულ მუცლის ღრუს ონკოლოგიურ და ბარიატრიულ ოპერაციებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს ოპტიმალურ ქირურგიულ შედეგებს, შემცირებულ ოპერაციის შემდგომ ტკივილებსა და გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხს.

ჩვენი სერვისები:

  • მცირეინვაზიური ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგია
  •  მცირეინვაზიური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ონკოლოგიური ქირურგია
  • მცირეინვაზიური ბარიატრიული ოპერაციები - სლივ გასტრექტომია, mini gastric bypass, Roux-en-Y bypass, SADI-S, დუოდენალური სვიჩი
  • მცირეინვაზიური ზოგადი ქირურგია
  • მცირეინვაზიური საყლაპავის და კუჭის ქირურგია

 

დეპარტამენტი უახლესი თაობის აპარატურებით არის აღჭურვილი, რაც გვაძლევს საშუალებას რთული ქირურგიული ჩარევები მაღალი სიზუსტით,  უსაფრთხოდ და ეფექტურად განვახორციელოთ. ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე ინოვაციები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის ქირურგიული მკურნალობა.

მცირეინვაზიური ქირურგიის უპირატესობები:

  • მცირე ზომის ჭრილობები და ნაკლები ოპერაციის შემდგომი ტკივილი
  • გაადვილებული რეაბილიტაცია და შემცირებული ჰოსპიტალიზაციის პერიოდი
  • ოპერაციის შემდგომი თიაქრების განვითარების დაბალი რისკი


    





გაზიარება