ონკოლოგიის დეპარტამენტი ვერის ფილიალში
კლინიკური ონკოლოგი - თამარ ესაკია
ონკოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს სოლიდური სიმსივნეების მკურნალობას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში, სადაც ექიმთა და ექთანთა პროფესიონალების გუნდი მუდმივად ზრუნავს პაციენტის კეთილდღეობაზე და აწვდის მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მედიკამენტური თერაპია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ონკოლოგიური დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის არჩევა მკაცრად ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის:
- სიმსივნის ტიპი
- ლოკალიზაცია
- გავრცელება
- დაავადების სტადია
- ჩატარებული მკურნალობა
- პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და მისი ნება-სურვილი.
თითოეული პაციენტის კლინიკური შემთხვევა განიხილება მულტიდისციპლინურ კონსილიუმზე, სადაც გადაწყვეტილება მკურნალობის ტაქტიკის შესახებ მიიღება გუნდურად, დარგის სხვადასხვა სპეციალისტების აზრის შეჯერებით. დიაგნოზიდან გამომდინარე პაციენტებს ენიშნებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია ან იმუნოთერაპია.
უახლესი საერთაშორისო პროტოკოლები, რეჟიმები და მედიკამენტები, რომლებიც განახლდება და იხვეწება ყოველწლიურად, საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ როგორც გამოჯანმრთელების მაჩვენებლები, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს პაციენტებში.
ისარგებლეთ კომპიუტერული ტომოგრაფიის სერვისით , რომელსაც ზურგს უახლესი აპარატურა და გამოცდილი ექიმები უმაგრებს.
განყოფილებაში მედიკამენტური ინფუზიებისთვის ფუნქციონირებს ერთი სივრცე.
10 სავარძელზე გაშლილი დიდი დარბაზი აღჭურვილი კომფორტული მოძრავი სავარძლებითა და თანამედროვე საინფუზიო სისტემებით, ინტერნეტით და ინდივიდუალური ლეპტოპებით, სადაც პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში ჩაიტარონ პროცედურა.
პაციენტებს, რომლებისთვისაც დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს თმის ცვენა, გვაქვს შესაძლებლობა, შევთავაზოთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში მინიმუმამდე ამცირებს აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარებას.
განყოფილებაში მედიკამენტების ინფუზიისთვის მომზადება წარმოებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ იზოლირებულ სივრცეში ფარმაცევტის მიერ.