რევმატოლოგიის დეპარტამენტი
რევმატოლოგი - ოთარ ჟვანია
დეპარტამენტში ტარდება რევმატულ დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
რევმატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ძვლების, სახსრების, კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილების დაავადებებს შეისწავლის. რევმატოლოგები კი პასუხისმგებლები არიან ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებაზე, მკურნალობასა და შემდგომ პრევენციაზე, როგორებიცაა ართრიტი, სხვადასხვა ტიპის ავტოიმუნური დაავადებები და კუნთოვანი სისტემის დარღვევები. ისინი პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხშირად ქირურგიულ ჩარევაშიც იღებენ მონაწილეობას.
დეპარტამენტში ტარდება რევმატულ დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, სისტემური სკლეროდერმია) და სისტემური ვასკულიტები
- ანთებითი რევმატული დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართროპათიები, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტები, ართრიტები ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, რევმატიზმი, კვანძოვანი ერითემა
- მიკროკრისტალური ართროპათიები (პოდაგრული ართრიტი, ქონდროკალცინოზი)
- სახსრების დეგენერაციული დაავადებები (სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი)
- სახსარგარე რბილი ქსოვილების დაავადებები
- სარკოიდოზი
- ოსტეოპოროზი
სისტემური წითელი მგლურა
ლუპუსის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის ავტოიმუნური დაავადება, რომელიც სახსრებს, კანს, ტვინს, ფილტვებს, თირკმელებსა და სისხლძარღვებს მნიშვნელოვნად აზიანებს. ძირითადი სიმპტომები ძლიერ დაღლილობას, გამონაყარს კანზე, ტემპერატურის მატებასა და სახსრების შეშუპებას მოიცავს.
დერმატომიოზიტი
იშვიათი გართულებაა, რომელიც, ძირითადად, კუნთების სისუსტესა და კანზე გამონაყარს იწვევს. სიმპტომები, ძირითადად, ყლაპვისა და საუბრის გაძნელებას მოიცავს.
სისტემური სკლეროდერმია
ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ანთებით პროცესებსა და ფიბროზს (გასქელებას) იწვევს კანსა და სხეულის სხვადასხვა უბნებში. ასეთ დროს ქსოვილები კოლაგენს გადაჭარბებული რაოდენობით გამოიმუშავებს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რევმატოლოგია ავტოიმუნური დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
რევმატოლოგია “თოდუას კლინიკაში”
რევმატოლოგია ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მოწინავე მიმართულებაა. ჩვენს კლინიკაში დაგხვდებათ ულტრათანამედროვე აპარატურა, რომელიც დაავადების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და შემდგომ პრევენციას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის.
რევმატოლოგთან ვიზიტის ჩანიშვნა როგორც ცენტრალურ კლინიკაში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ისე ვერაზე - იაკობ ნიკოლაძის #10-შია შესაძლებელი.