ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტი
განყოფილების ხელმძღვანელი - მაია ლეფსვერიძე
ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია Hitachi-ის ფირმის მაცივრით სისხლის შესანახად და Sanyos ფირმის მაცივარ საყინულით - ახლად გაყინული პლაზმის შესანახად. თრომბოციტული მასის შესანახად დიგიტალური ორბიტალ-შეიკერით - ცენტრიფუგიტ BK-T4KZ-ით.
ტრანსფუზიოლოგიური განყოფილების ძირითად საქმიანობაა პაციენტების სისხლითა და მისი კომპონენტებით თერაპიის უზრუნველყოფა. ინტრაოპერაციული სისხლის დანაკარგის, სისხლისდენების, პოსტჰემორაგიული ანემიის, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის შემდგომი გართულების, ანემიის დროს პაციენტებისთვის დროული ჰემოტრანსფუზიული დახმარების გაწევა.
ამ მიზნით ხორციელდება სისხლის ბანკებიდან სისხლისა და მისი კომპონენტების შემოტანა, სათანადო პირობებში შენახვა. ტრანსფუზიოლოგიის განყოფილება აღჭურვილია Hitachi-ის ფირმის მაცივრით სისხლის შესანახად და Sanyos ფირმის მაცივარ საყინულით - ახლად გაყინული პლაზმის შესანახად. თრომბოციტული მასის შესანახად დიგიტალური ორბიტალ-შეიკერით - ცენტრიფუგიტ BK-T4KZ-ით.
სისხლის გადასხმამდე ტარდება ABO სისტემის მიხედვით დონორისა და რეციპიენტის ჯგუფობრიობისა და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა სტანდარტული ჰემაგლუტინაციის შრატების და სტანდარტული მონოკლონური ანტისხეულების რეაგენტების დახმარებით, ინდივიდუალური შეთავსების და ბიოლოგიური სინჯები, ტრანსფუზიის დროს და მის შემდგომ პერიოდში პაციენტზე მიმდინარეობს დაკვირვება, ჰემოტრანსფუზიის გართულების დროულად გამოვლენა და საჭირო დახმარების გაწევა.