ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დუდანა გაჩეჩილაძე
მედიცინის განვითარებაში ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ახალი მოწყობილობები იძლევა ზედმეტი მანიპულაციების გარეშე, ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგია ულტრაბგერითი აპარატია, რომელიც უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურისათვის გამოიყენება.
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა იგივე ულტრასონოგრაფია ჯანმრთელობის პრობლემის დადგენის არაინვაზიური მეთოდია. ულტრაბგერა მაღალი სიხშირის ხმოვან ტალღებს იყენებს და შინაგანი ორგანოების ვიზუალურ გამოსახულებებს ქმნის. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული გამოსახულების დახმარებით, შინაგანი ორგანოების რბილი ქსოვილების დეტალური დათვალიერება მოახდინონ და პრობლემური ნაწილები აღმოაჩინონ.
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მედიცინაში
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის გამოყენება სამედიცინო სფეროში ფართო და მრავალფეროვანია. მაგალითად, ულტრაბგერის ყველაზე ცნობილი დანიშნულება ორსული ქალების მონიტორინგია. ეს პროცედურა ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, რომ თვალყური ადევნონ ნაყოფის განვითარებას, გამოავლინონ თანდაყოლილი ანომალიები ან შესაძლო გართულებები, განსაზღვრონ ბავშვის პოზიცია და დაადგინონ მისი დაბადების თარიღი.
ამასთანავე, ულტრასონოგრაფია აქტიურად გამოიყენება კარდიოლოგიაში. თანამედროვე მოწყობილობა იძლევა გულის სხვადასხვა განყოფილებების, სარქველებისა და სისხლძარღვების დეტალურ გამოსახულებებს, რასაც, თავის მხრივ, დიაგნოზის დასმის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს - ფასდება გულის სისტემის დაზიანებები, რის მიხედვითაც ინიშნება მკურნალობის კურსი.
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება კუნთების, მყესებისა და სახსრების ვიზუალიზაციისათვის, რადგან ის დაჭიმვისა და სხვა დაზიანებების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ულტრასონოგრაფია წარმოადგენს არაინვაზიურ მეთოდს ისეთი ორგანოების დაავადებებისა და გართულებების გამოსავლენად, როგორებიცაა: ღვიძლი, თირკმელები, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი და ა.შ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებისა, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა გამოიყენება სხვა მრავალ შემთხვევაში, მაგალითად, სისხლძარღვების გამოსახულების მისაღებად. დოპლერის ულტრაბგერა სპეციალური ტექნიკაა, რომელიც არტერიებსა და ვენებში სისხლის ნაკადის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
უპირატესობები
მისი მთავარი უპირატესობა სანდო დიაგნოზის დასმაა, რასაც მეთოდის მუდმივი განვითარება და აპარატული მხარდაჭერა განაპირობებს. ისეთი ინოვაციები, როგორებიცაა 3D და 4D ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ჯანმრთელობის პრობლემის მაქსიმალური სიზუსტით გამოვლენას უწყობს ხელს.
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დროს დასხივების ნაცვლად მხოლოდ ულტრაბგერითი ტალღები გამოიყენება, რაც პაციენტებისათვის, მათ შორის ორსულებისა და ჩვილებისათვის, უსაფრთხოდ მიიჩნევა. ამასთანავე, დიაგნოსტიკის ეს მეთოდი პაციენტისათვის სტრესისა და ფიზიკური ტკივილის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, რადგან ეს პროცედურა განაკვეთებსა და ინექციებს არ საჭიროებს.
განყოფილება აღჭურვილია ფირმა Canon-ს პრემიუმ კლასის, ვიზუალიზაციის უმაღლესი ხარისხის, უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერგონომიული, ულტრაბგერითი დიაგოსტიკის აპარატების ხაზით: Aplio i700, Aplio i800, Aplio i900, Aplio500, Aplio 300, Toshiba Aplio i800 Prism Edition, ასევე ფირმა GE-s პრემიუმ კლასის აპარატით GE Voluson E10 - BT19.
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა თოდუას კლინიკაში
თოდუას კლინიკა პაციენტებისათვის ინოვაციური მიდგომების, უმაღლესი ხარისხის აპარატურისა და მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზებაზეა ორინეტირებული.
განყოფილებაში ტარდება:
- ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის
- თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის
- სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების
- მცირე მენჯის ორგანოების
- საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის ულტრაბგერითი კვლევა
- ტრანსთირაკალური ექოკარდიოგრაფია
- ექსტრა და ინტრაკრანიული სისხლძარღვების
- მუცლის ღრუს
- ზედა და ქვედა კიდურების სისხლძარღვების დუპლექს- სკანირება
- ნაყოფის განვითარების ანომალიების ადრეული დიაგნოსტიკა
- ფარისებრი, სარძევე ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების, რბილქსოვილოვანი მოცულობითი წარმონაქმნების, ლიმფური კვანძების ელასტოგრაფიული შეფასება
- ღვიძლის დიფუზური (ფიბროზული) ცვლილებების რაოდენობრივი კვლევა (SWE) shear wave ელასტოგრაფიის მეთოდით
- სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით სხვადასხვა პათოლოგიების დროს
- მადრენირებელი-სამკურნალო მანიპულაციების წარმოება
Canon I Series განსაკუთრებული კრისტალურად სუფთა გამოსახულებით და მაღალი რეზოლუციით გამოირჩევა. შეუდარებელი სისწრაფე და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი უზრუნველყოფს უმცირესი დეტალების იდეალურ ვიზუალიზაციას.
აპლიოს რევოლუციური iBeam არქიტექტურის ტექნოლოგია და ახალი თაობის მატრიცული გადამწოდები საშუალებს იძლევა მივიღოთ პრაქტიკულად ნებისმიერ სიღრმეზე უპრეცენდენტოდ მაღალი ხარისხის გამოსახულება.
iDMS (Intelligent Dynamic Microslice) პროგრამის მეშვეობით კვლევის ნებისმიერ სიღრმეზე ხდება გამოსახულების სიმკვეთრის შენარჩუნება გამოსხულების უმაღლესი ხარისხის რეზოლუცია იძლევა არამარტო უზუსტესი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას, არამედ ულტრაბგერის კონტროლით სხვადასხვა ინტერვენციული მანიპულაციების პრეციზიულად ჩატარების საშუალებას (ბიოფსია, პუნქცია, დრენირება).