უროლოგიის დეპარტამენტი

უროლოგი - კახა ბარნოვი

 

საშარდე სისტემის, პროსტატის, კენჭების და სხვა უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თოდუას კლინიკაში. აქ უროლოგიის დეპარტამენტში შესაძლებელია როგორც საშარდე გზების ინფექციების, შარდკენჭოვანი დაავადების, პროსტატის პათოლოგიებისა და ცისტიტის, ისე სხვა უროლოგიური პრობლემების შეფასება და მართვა. კლინიკაში ხელმისაწვდომია თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და ვიდეოცისტოსკოპია, რაც ზუსტი შეფასებისა და დროული მკურნალობის დაგეგმვას უწყობს ხელს.

თოდუას კლინიკის უროლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს უროლოგიური დაავადებების დროულ, კომპლექსურ გამოკვლევასა და მკურნალობას ამბულატორიულ პირობებში. კლინიკაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ექიმს საშუალებას აძლევს პაციენტის მდგომარეობა დეტალურად შეაფასოს და ინდივიდუალურად დაგეგმოს მართვის ტაქტიკა.

რა დაავადებებს მკურნალობს უროლოგი?

 

უროლოგი არის სპეციალისტი, რომელიც სწავლობს და მკურნალობს საშარდე სისტემის დაავადებებს, ასევე მამაკაცის სასქესო ორგანოების პათოლოგიებს. 

თოდუას კლინიკის უროლოგიურ დეპარტამენტში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური მკურნალობა:

  • შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის ჭვალი,მწვავე ტკივილი წელის მიდამოში)
  • საშარდე გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული თირკმლის ანთება,მწვავე და ქრონიკული შარდის ბუშტის ანთება)
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ქლამიდიოზი,ტრიქომონიაზი,კანდიდოზი)
  • მოშარდვის პრობლემები და შარდის ბუშტის შეხუთვა (პროსტატის კეთილთვისებიანი ფიპერპლაზია)
  • შარდში სისხლიანი მინარევი (შარდის ბუშტის სიმსივნე)
  • მოშარდვის გაძნელება და ტკივილი წელის მიდამოში (პროსტატის სიმსივნე)
  • ტკივილი სათესლე ჯირკვლებში (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე,ანთება,კისტა,წყალმანკი)
  • საშარდე სისტემის ორგანოების ანთებითი პროცესები
  • შარდის ბუშტის ანთება-ცისტიტი
  • წინამდება ჯირკვლის ანთება-პროსტატიტი

 

უროლოგიური დაავადებების დროს, პაციენტებმა პირველი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ უროლოგს, რათა დაისვას დიაგნოზი დაავადების ადრეულ ეტაპზე და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ადრეული დიაგნოსტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია უროლოგიური დაავადებების გართულების თავიდან ასაცილებლად.

დიაგნოსტიკის მეთოდები

 

ნებისმიერი ტიპის დაავადებების სწორად მართვა იწყება ზუსტი დიაგნოსტიკით. თოდუას კლინიკის უროლოგიის დეპარტამენტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლევა, რომ პაციენტის ჩივილები ამბულატორიულ პირობებში დროულად და კომპლექსურად გამოიკვლიონ. სწორედ ეს არის უროლოგიური სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - სიმპტომის შეფასებიდან მკურნალობის დანიშვნამდე პროცესი ერთ კლინიკაში მიმდინარეობს. 

 

კლინიკა აღჭურვილია Canon Aplio 300-ის ექსპერტული კლასის ულტრაბგერითი აპარატურით, რაც საშარდე სისტემის ორგანოების შეფასებისას მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ როლს ასრულებს. ასევე ხელმისაწვდომია Olympus-ის უახლესი დრეკადი ვიდეოცისტოსკოპი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარდის ბუშტისა და ქვედა საშარდე გზების მდგომარეობის დეტალურად შესაფასებლად.

 

ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები, ულტრაბგერითი გამოკვლევა და უროფლოუმეტრია. მაგალითად, პროსტატის ადენომის დიაგნოსტირებისას სწორედ ეს მეთოდებია მნიშვნელოვანი შეფასების ნაწილში. ხოლო საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია შარდის ანალიზის მნიშვნელობა. დიაგნოსტიკა თოდუას კლინიკაში სიმპტომების ტიპისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალურად იგეგმება. 

 

საბოლოო ჯამში კი პაციენტი იღებს არა მხოლოდ ერთჯერად კონსულტაციას, არამედ დაავადების მიზეზის დაზუსტებისა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვის შესაძლებლობასაც. უროლოგიური პრობლემების ნაწილი სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩივილებს ერთვის ტკივილი, ინფექციური სიმპტომები ან შარდში სისხლი. სწორედ ასეთ დროს სრულყოფილი დიაგნოსტიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს. 

 

გავრცელებული უროლოგიური დაავადებები

 

შარდკენჭოვანი დაავადება

შარდგამომყოფი სისტემის დაავადება, რომლის დროსაც საშარდე სისტემაში ქვები გროვდება. 

დაავადებას წელის ტკივილი ახასიათებს, რომელიც უმეტესწილად ფიზიკური დატვირთვის დროს ძლიერდება. ჯანმრთელობის ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში პაციენტებს შარდვისას წვა და ტკივილი აღენიშნებათ. 

დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში საშარდე სისტემაში არსებული ანთებითი პროცესები, არასწორი კვება და გარკვეული მედიკამენტების მოქმედებაა. 

დაავადების სამკურნალოდ ინიშნება ანტიბაქტერიული პრეპარატები, ქვების დამშლელი მედიკამენტები, შედარებით პრობლემური შემთხვევის დროს კი ქირურგიული ჩარევა ან ქვების დაშლა ულტრა-ბგერითი ზემოქმედებით. 

 

საშარდე გზების ინფექციები

საშარდე გზების ინფექციების მთავარი სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი, ცხელება ან შემცივნება, ოფლიანობა, მტკივნეული შარდვა, წელის ტკივილი და საერთო სისუსტე.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის, ძირითადად, შარდის ანალიზი გამოიყენება. ასაკოვან ადამიანებს ასეთი დიაგნოზის დროს გულის აჩქარება, გონების დაბინდვა, სითხის დაკარგვა და წნევის დავარდნა აღენიშნებათ. უროლოგია დიდწილად სწორედ საშარდე გზების პრობლემებს შეისწავლის. 

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ქლამიდია, ტრიქომონიაზი, კანდიდოზი)

 

ქლამიდია - ქლამიდიოზს ქალებში ძირითადად მტკივნეული შარდვა, ვაგინალური გამონადენი, მტკივნეული პენეტრაცია სისხლდენითა და სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის ახასიათებს. 

კაცებში კი დაავადებას პენისიდან გამონადენი, მტკივნეული შარდვა და სათესლე ჯირკვლის ტკივილი ახასიათებს.

 

ტრიქომონიაზი - დაავადება პაციენტებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ჩივილების გამოვლენა, უმეტესწილად, ადამიანის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

ქალებში დაავადება ხასიათდება ნაცრისფერი, ყვითელი, თეთრი ან მწვანე, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენით. დაავადებას ან ახლავს სისხლდენა, წვა, სიწითლე და გახშირებული შარდვა. ზოგიერთი პაციენტი შარდვისა და პენეტრაციისას ტკივილსაც უჩივის. კაცები ტრიქომონიაზის დროს უჩივიან წვას შარდვისა და ეაკულაციისას, გამონადენს პენისიდან და გახშირებულ შარდვას. 

უროლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

 

კანდიდოზი - კანდიდოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც ქალებში იწვევს გამონადენსა და ინტენსიურ ქავილს ვულვისა და საშოს არეში, კაცებში კი ინფექცია პენისის თავის წვით, სიწითლითა და შარდვისას თეთრი ფერის გამონადენის სახით იჩენს თავს.

 

პროსტატის ადენომა 

 

პროსტატის ჰიპერპლაზია პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი გადიდებაა, რომელიც, ძირითადად, 40-60 წლამდე მამაკაცებში გვხვდება. 

დაავადებას წყვეტილი, გახშირებული და გაძნელებული შარდვა ახასიათებს. ამასთან ერთად, შესუსტებულია შარდის ნაკადი და მოთხოვნილება ღამის საათებში ძლიერდება. 

დაავადების დიაგნოსტირება პირველადი გასინჯვის, ლაბორატორიული კვლევების, ულტრაბგერითი გამოკვლევისა და უროფლოუმეტრიის დახმარებით ხდება. 

 

შარდის ბუშტის სიმსივნე

 

შარდის ბუშტის კიბოს ძირითადად შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამის საათებში, შარდში სისხლის შერევა და წელის ძლიერი ტკივილი სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს. 

 

ხშირად დასმული კითხვები

 

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო უროლოგი?

საუკეთესო უროლოგის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: ექიმის გამოცდილება, კლინიკის თანამედროვე აპარატურა, დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმა. კარგი უროლოგი ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ სიმპტომს, არამედ მის გამომწვევ მიზეზსაც, რადგან უროლოგიური ჩივილები ხშირად სხვადასხვა დაავადებას შეიძლება უკავშირდებოდეს. 

 

როგორ ჩავეწერო უროლოგთან კონსულტაციაზე?

თოდუას კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე 032 2 57 57 57 დარეკვით.

გაზიარება