ენდოკრინოლოგიის განყოფილება

კვალიფიციური პერსონალი, სრულიად ავტომატიზებური, რეგიონში ანალოგის არმქონე ლაბორატორია, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურა, განაპირობებს ენდოკრინულ დაავადებათა საწყის ეტაპზე დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას.

 

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ენდოკრინული დეპარტამენტი მოიცავს ენდოკრინულ პათოლოგიათა სრული სპექტრის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თანამედროვე რეკომენდაციებზე დაყრდნობით:

 

  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1, ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი, დიაბეტის სხვა ფორმები)
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ)  
  • ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი)
  • ჰიპოფიზის დაავადებები (აკრომეგალია, ჰიპერპროლაქტინემია, უშაქრო დიაბეტი, კუშინგის დაავადება და ა.შ)
  • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერალდოსტერონიზმი, ადისონის დაავადება და ა.შ)
  • ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტით, მინერალური ნივთიერებების  ცვლის დარღვევით  განპირობებული პათოლოგიები (ოსტეოპოროზი და ა.შ.)

 

 

 

 

 

 

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი სრულად მოიცავს სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ენდოკრინულ დაავადებათა სრულფასოვად დიაგნოსტიკასა და მონიტორინგში:

 

  • სრულად ავტომატიზირებული ლაბორატორია
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლების სცინტიგრაფიული კვლევა
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • დენსიტომეტრია
გაზიარება