გასტროენტეროლოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი – თენგიზ თელია

 

 

განყოფილებაში ტარდება გასტროენტეროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული სპექტრი:

 

  • პირის ღრუსა და საყლაპავის ანთებითი, პეპტიური და ინფექციური პათოლოგიები. გასტროეზოფაგალური და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსების ასვე ეოზინოფილური ეზოფაგიტების მართვა. საყლაპავის წინასიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მენჯმენტი. საყლაპავის კაუსტიკური დაზიანებები.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური დაავადებები - მათ შორის ატროფიული გასტრიტები და სხვა წინასიმსივნური პათოლოგიების მართვა. H.pylori-სთან ასოცირებული გასტრიტებისა და სხვადასხვა წყლულოვანი თუ არაწყლულოვანი პროცესების მართვა.

 

  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების პათოლოგიები, მათ შორის ნაღვლკენჭოვანი დაავადებები, არაკალკულოზური ბილიარული ტკივილები, აუტოიმუნური გენეზის სანაღვლე გზების პათოლოგიები. სანაღვლე გზების სხვადასხვა წინასიმსივნური პათოლოგიების მართვა და მენეჯმენტი.
  • კუჭუკანა ჯირკვლის ფუნქციურ და სტრუქტურულ პათოლოგიებთან დაკავშირერებული დაავადებების მართვა. მათ შორის პანკრეასის ცისტური დაავადებების მენეჯმენტი. აუტოიმუნური თუ სხვა გენეზის პანკრეატიტების მართვა.
  • ღვიძლის ვირუსული და არავირუსული მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების მართვა, მათ შორის აუტოიმუნური, ალკოჰოლური, მეტაბოლური და ტოქსიური ჰეპატიტები, ღვიძლის გაცხიმოვნება და სტეატოჰეპატიტები. ციროზული და არაციროზული პორტული ჰიპერტენზიები, ასევე ციროზი და მისი მართვა.
  • წვრილი და მსხვილი  ნაწლავის მალდიგესტიითა და მალაბსორბციით მიმდინარე დაავადებები. ინფექციური თუ არაინფექციური ენტერიტები და ენტეროკოლიტები. სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეების მართვა. ნაწლავის არასპეციფიური ანთებები, მათ შორის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და მიკროსკოპული კოლიტები. ყაბზობა და ანორექტალური პათოლოგიები.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან ასოცირებული სხადასხვა მეტაბოლური დარღვევების მართვა.

 

გაზიარება