კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორია

განყოფილების ხელმძღვანელი - მანანა ახვლედიანი

 

კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში ტარდება: ბიოქიმიური,ჰემატოლოგიური, სისხლის შედედების სისტემის შესწავლა, შარდის მრავალმოდულიანი ანალიზი, ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით.

 

 

 

 

 

 

 

 

კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში ტარდება:

 

  • ბიოქიმიური გამოკვლევები - ფერმენტები, ნახშირწყლები, ცილები და ლიპიდების მეტაბოლიზმი, ჰომოცისტეინი, ამიაკი, ანტიოქსიდანტები განისაზღვრება  ავტომატურ ანალიზატორებზე  COBAS c 311 და   COBAS INTEGRA 400 PLUS(ROCHE DIAGNOSTICS . სისხლის გაზები  ABL80FLEX(RADIOMETER) , ელექტროლიტები -  EASYLYTE(MEDICA) მეშვეობით
  • ჰემატოლოგიური გამოკვლევები - სრულდება რეგიონში ანალოგის არმქონე უახლესი თაობის  ჰემატოლოგიური ანალიზატორზე  (CBC+DIFF) SYSMEX  XN1500 და SYSMEX  XT4000i. ერთ სისტემაში რამოდენიმე შერწყმული მოდული - მთვლელი, სისხლის ნაცხების შეღებვისა და უჯრედების ვიზუალიზაცია. ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკის ახალი მაჩვენებლები. ანომალური უჯრედების კლასიფიკაცია. თრომბოციტების გამოთვლის მაქსიმალური სიზუსტე(იმპედანსი, ფლუორესცენცია). ედს განსაზღვრა  ვესტერგრინის მეთოდითVACUETTE(GREINER BIO-ONE).
  • სისხლის შედედების სისტემის შესწავლა - წარმოებს  კოაგულოლოგიური  ანალიზატორების STA COMPACT MAX 3  და  STA COMPACT (DIAGNOSTICA STAGO) მეშვეობით - სისხლის შედედების პარამეტრების გამოკვლევის  ქრომოგენური, კლოტინგური და იმუნოლოგიური მეთოდების მარტივი და უჭკვიანესად მოფიქრებული  შერწყმა საშუალებას გვაძლევს გნვახორციელოთ  თრომბოფილიის, ანტიკოაგულანტების მოქმედების კონტროლის, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის, ჰემოფილიის, ვილებრანდის დაავადების, დიკ სინდრომისა,  ქირურგიული  და ონკოლოგიური პაციენტების მონიტორინგი.
  • შარდის მრავალმოდულიანი ანალიზი -  SYSMEX  UF3500, UF4000 ,UD10 -   შარდის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, ფორმიანი ელემენტების, მარილოვანი კრისტალების, ბაქტერიებისა(გრამ დადებითი, უარყოფითი) და საფუარის მსგავსი უჯრედების ერთდროული აღმოჩენა.
  • ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით (ლიქვორი, პლევრისა და  სინოვიალური სითხე და სხვ).

 

 

 

 

  • Multivariate analysis of urine - SYSMEX UF3500, UF4000, UD10 –Physical and chemical properties of urine, simultaneous detection of trace elements, salt crystals, bacteria (gram positive, negative) and yeast cells.
  • Determination of the composition of biological fluids by biochemical and polarization methods (cerebrospinal fluid, pleural and synovial fluid, etc.).

   სამეცნიერო მიმართულება:

 

  • გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ონკოლოგიურ პათოლოგიათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიების ინფორმაციულობის გამოვლენა.
  • ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო სისტემაში მონაწილეობა INSTAND (გერმანია)
  • ლაბორატორიის ბაზაზე სრულდება თსსუ სარეზიდენტო და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა სპეციალობაში “ლაბორატორიული მედიცინა”
გაზიარება