მიკრობიოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის ლაბორატორია

მიკრობიოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის  ლაბორატორია აღჭურვილია :

  • Thermo Fischer-ის  PCR,
  • Quant Studio5 Real-Time PCR 
  • BioMeriux- ის ბაქტერიოლოგიური ანალიზატორი Vitek2 Compact, 
  • Sperm Quality Analyzer(SQA-V)-ით.

 

თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მიღებული  შედეგების სიზუსტეს, სისწრაფეს და მაღალ სანდოობას.

პჯრ- ის უდავო უპირატესობას წარმოადგენს რაოდენობრივი ანალიზი, რაც შესაძლებელს ხდის ინფექციური აგენტებისა და მიკროორგანიზმების არამარტო აღმოჩენას ბიოლოგიურ მასალაში, არამედ მათ ზუსტ ხარისხობრივ და რაოდენობრივ განსაზღვრას.

 

ლაბორატორიაში ტარდება :

 

ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, ჩირქოვან-ანთებითი პროცესების გამომწვევი მიკროფლორის, ვირუსული, სოკოვანი, ინფექციური პათოლოგიების დიაგნოსტიკა. სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუშების: შარდის, ნახველის, ურეთრის და უროგენიტალური ნაცხის, პროსტატის სეკრეტის, ჩირქის, ჭრილობიდან აღებული მასალის ექსუდატებისა და გამონაჟონი სითხეების, თავზურგტვინის სითხის, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა იდენტიფიკაცია, სისხლის სტერილობის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (მიკრობის იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა )

A+ B  ჯგუფის გრიპის ვირუსის აღმოჩენა ნაზოფარინგეალურ ნაცხში, ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის ტიპების, მიკოპლაზმა ჰომინისის და ქლამიდია ტრაქომატისის , C და B ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენა და გენოტიპირება პჯრ მეთოდით რეალურ დროში.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის, ჰელიკობაქტერიების ანტიგენის, როტა -ადენოვირუსების, ენტეროვირუსების, ჰემორაგიული ეშერიხია კოლის VT -1+VT-2, კლოსტრიდიუმ დეფიცილე A+B ტოქსინის შესწავლა, იერსინია ენტეროკოლიკა-ს აღმოჩენა ფეკალურ მასაში.

ტესტი კალპროტექტინზე და ფარულ სისხლდენაზე, ნაწლავის პათოლოგიური ფლორის და დისბაქტერიოზის შესწავლა,

სპერმოგრამა - სპერმის რაოდენობრივი და  ხარისხობრივი შესწავლა აგრეთვე სათესლე სითხის ბაქტერიოლოგიური კვლევა.

 

Study of gastrointestinal microflora, Helicobacter pylori antigen, Rota-adenoviruses, enteroviruses, Hemorrhagic Escherichia coli VT-1 + VT-2, Clostridium deficiency A + B toxin study, Yersinia enterocolitica detection.

Test for calprotectin and occult bleeding, study of abnormal intestinal flora and dysbacteriosis,

Spermogram - Quantitative and qualitative study of sperm as well as bacteriological analysis of testicular fluid.

 

The Laboratory of Clinical Microbiology and Molecular Diagnosis is the training base of the TSMU residency program "Laboratory Medicine".

 

კლინიკური მიკრობიოლოგიის და მოლეკულური დიაგნოსტიკის  ლაბორატორია არის თსსუ სარეზიდენტო პროგრამა ‘’ ლაბორატორიული მედიცინის“ სასწავლო ბაზა.

გაზიარება