მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ონკოგენეტიკის ლაბორატორია

განყოფილების ხელმძღვანელი - დოდო აგლაძე

 

ლაბორატორია აღჭურვილია Thermofisher Scientific-ის 3500 Genetic Analyzer სენგერის სექვენატორით, იგივე მწარმოებლის 7500 RT-PCR System ანალიზატორითა და Symply Amp Thermal Cycler თერმოციკლერით.

 

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიური გენეტიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოქმედებს მოლეკულური დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. ლაბორატორია აღჭურვილია Thermofisher Scientific-ის 3500 Genetic Analyzer სენგერის სექვენატორით, იგივე მწარმოებლის 7500 RT-PCR System ანალიზატორითა და Symply Amp Thermal Cycler თერმოციკლერით. ონკოლოგიური გენეტიკის ლაბორატორია ზემოთ ჩამოთვლილი აპარატურის გამოყენებით ახორციელებს სხვადასხვა სირთულის მოლეკულური დიაგნოსტიკის ტესტებს. იგი საშუალებას იძლევა მოხდეს ადამიანის გენეტიკურ მასალაზე, კერძოდ დნმ-ზე მუშაობა და მისი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის გაშიფვრა.

სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ხდება გენური მუტაციების დეტექცია. ონკოლოგიური გენეტიკის დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული კვლევები მიეკუთვნება ტესტირების 2 სხვადასხვა ჯგუფს. პირველ შემთხვევაში ანალიზი ტარდება უშუალოდ კიბოს უჯრედების გენეტიკურ მასალაში, კონკრეტულ გენებში მუტაციის არსებობის შეფასების მიზნით. აღნიშნული ონკოლოგებსა და ქიმიოთერაპევტებს ეხმარება განსაზღვრონ ტარგეტიული პრეპარატების გამოყენების აუცილებლობა და სხვადასხვა მკურნალობის სქემის განსაზღვრა.

მეორე ჯგუფს მიეკუთვნება, მემკვიდრული კიბოს შემთხვევების გამოვლენა ონკოლოგიურ პაციენტებში. გამოკვლევა ტარდება ასევე აღნიშნული პაციენტების პირველი რიგის ნათესავებში, რათა მოხდეს მათი მემკვიდრული მიდრეკილების დადგენა სხვადასხვა ნოზოლოგიების მიმართ, როგორიცაა ძუძუს, ნაწლავის, კუჭის კიბო და სხვ. აღნიშნული ტესტის ჩატარება შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების გამომწვევ გენში მუტაციების გამოვლენით, რომელიც გამოიწვევს მემკვიდრული კიბოს განვითარებას ადრეულ ასაკში. ეს საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ ანალოგიური პრობლემის პრევენცია პაციენტების პირველი რიგის ნათესავებში.

ლაბორატორია ასევე იკვლევს თრომბოზების მიმართ მიდრეკილების არსებობას, რაც მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებისათვის, ასევე ორსულობის დაგეგმვისთვის, რადგან აღნიშნულმა გენების დეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა.  

 

 

გაზიარება