უროლოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი - აკაკი ნადარეიშვილი

 

უროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის, როგორც ქალისა და მამაკაცის საშარდე სისტემას, ასევე მამაკაცის სასქესო ორგანოს დაავადებებს.

ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება უროლოგიური დაავადებების რიცხვიც. უროლოგიური დაავადებების მკურნალობა ხდება, როგორც მედიკამენტურად, ასევე ქირურგიული ჩარევით.

 

 

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს უროლოგიური პაციენტები დროულად და კომპლექსურად იქნეს გამოკვლეული ამბულატორიულად და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

უროლოგიური განყოფილება აღჭურვილია ექსპერტული კლასის ულტრაბგერითი აპარატურით ფირმა Canon Apilo 300 და უახლესი დრეკადი ვიდეოცისტოსკოპით (ფირმა-Olympus)

 

უროლოგიურ განყოფილებაში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური მკურნალობა:

  • შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის ჭვალი,მწვავე ტკივილი წელის მიდამოში)
  • საშარდე გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული თირკმლის ანთება,მწვავე და ქრონიკული შარდის ბუშტის ანთება)
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ქლამიდიოზი,ტრიქომონიაზი,კანდიდოზი)
  • მოშარდვის პრობლემები და შარდის ბუშტის შეხუთვა (პროსტატის კეთილთვისებიანი ფიპერპლაზია)
  • შარდში სისხლიანი მინარევი (შარდის ბუშტის სიმსივნე)
  • მოშარდვის გაძნელება და ტკივილი წელის მიდამოში (პროსტატის სიმსივნე)
  • ტკივილი სათესლე ჯირკვლებში (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე,ანთება,კისტა,წყალმანკი)
  • საშარდე სისტემის ორგანოების ანთებითი პროცესები
  • შარდის ბუშტის ანთება-ცისტიტი
  • წინამდება ჯირკვლის ანთება-პროსტატიტი

უროლოგიური დაავადებების დროს, პაციენტებმა პირველი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ უროლოგს, რათა დაისვას დიაგნოზი დაავადების ადრეულ ეტაპზე და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ადრეული დიაგნოსტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია უროლოგიური დაავადებების გართულების თავიდან ასაცილებლად.

 

 

გაზიარება