ტექნოლოგიები

Olympus Exera III

Olympus Exera III არის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპიური აპარატი, რომელიც გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით, რის შედეგადაც ხდება პათოლოგიური პროცესის უფრო მკაფიოდ შესწავლა. წინა მოდელის აპარატებთან შედარებით Exera III-ის ორფოკუსიანი ვიდეოკამერა მაქსიმალურად უახლოვდება გამოსაკვლევ მიდამოს.

 

ახლოფოკუსიანი ვიზუალიზაციისა და ფერების შეცვლის ფუნქციით ხდება არსებული პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება. Exera III წარმოადგენს ოქროს სტანდარტს კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკასა და სიმსივნური წარმონაქმნების ვიზუალიზაციაში.

 

NBI ფუნქციით შესაძლებელია ქსოვილის კაპილარული ქსელის მიკროსკოპული ვიზუალიზაცია და სხვადასხვა დაავადებების დიფერენცირება. სხვა ენდოსკოპიურ სისტემებთან შედარებით გაუმჯობესებულია ენდოსკოპიური ულტრაბგერითი ფუნქცია, რაც გულისხმობს უშუალოდ ენდოსკოპიური პროცედურის დროს ამა თუ იმ უბნის ულტრაბგერით კვლევას. დიაგნოსტიკური პროცედურების გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის სამკურნალო ენდოქირურგიული მანიპულაციების ჩატარება.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები