ენდოსკოპია და ენდოქირურგია

განყოფილების ხელმძღვანელი - თეიმურაზ იოსელიანი

 

განყოფილებაში დამონტაჟებულია ფირმა OLYMPUS-ის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპიური აპარატი  Evis Exera III, რომელიც  გამოირჩევა  გამოსახულების მაღალი ხარისხით, რის შედეგადაც ხდება პათოლოგიური პროცესის უფრო მკაფიოდ შესწავლა.წინა მოდელის აპარატებთან შედარებით Evis Exera III-ის ორფოკუსიანი ვიდეოკამერა მაქსიმალურად უახლოვდება გამოსაკვლევ მიდამოს. ახლოფოკუსიანი ვიზუალიზაციისა და ფერების  შეცვლის ფუნქციით ხდება არსებული პათოლოგიის ადრეულ  სტადიაზე დიაგნოსტირება. Evis Exera III წარმოადგენს ოქროს სტანდარტს კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკასა  და სიმსივნური წარმონაქმნების ვიზუალიზაციაში.NBI ფუნქციით შესაძლებელია ქსოვილის კაპილარული ქსელის მიკროსკოპული ვიზუალიზაცია და სხვადასხვა დაავადებების დიფერენცირება.სხვა ენდოსკოპიურ სისტემებთან შედარებით გაუმჯობესებულია ენდოსკოპიური ულტრაბგერითი ფუნქცია,რაც გულისხმობს უშუალოდ ენდოსკოპიური პროცედურის დროს ამა თუ იმ უბნის ულტრაბგერით კვლევას.

 

 

 

განყოფილებაში ტარდება:

  • საყლაპავი მილის, კუჭის, თორმეტგოჯა  ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპური კვლევა, პილორული ჰელიკობაქტერიების გამოვლენა ბიოფსიური მეთოდით
  • საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ენდოსკოპური ლიგირება
  • საყლაპავი მილის აქალაზიით, დამწვრობით და ანასტომოზიტებით გამოწვეული შევიწროვების ბალონური დილატაცია
  • კუჭის კიბოს ადრეული ფორმების  გამოვლენა.
  • საყლაპავი მილის, კუჭისა და ნაწლავების სიმსივნეებით განპირობებული შევიწროვების მკურნალობა სტენტებით.

 

დიაგნოსტიკური პროცედურების გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის სამკურნალო ენდოქირურგიული მანიპულაციების  ჩატარება.

  • პოლიპების ენდოსკოპური დიაგნოსტიკა და ენდოსკოპური პოლიპექტომია, ლორწოვანის რეზექცია.
  • კოლიტის სხვადასხვა ფორმის ენდოსკოპური და მორფოლოგიური სურათის დადგენა.
  • სანაღვლე გზების დაავადებათა ენდოსკოპური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. (პაპილოტომია, სტენტირება და ბალონური დილატაცია).
  • თერმული ჰემოსტაზი და დევიტალიზაცია.

 

გამოკვლევები ტარდება როგორც ადგილობრივი ანესთეზიით, ასევე  ვენური სედაციით.

 

სამეცნიერო მიმართულებები:

  • ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • საჭმლის  მომნელებელი   სისტემის სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • ენდოსკოპური ულტრასონოგრაფია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკაში.

 

ენდოსკოპების  ავტომატური სადეზინფექციო აპარატურით ხდება ფიბროენდოსკოპების მექანიკური დამუშავება, ფერმენტული დეზინფექცია და ანტისეპტიკური სტერილიზაცია. ენდოსკოპური აპარატურა მუშავდება შიგნიდან და გარედან მასში არსებული სამანიპულაციო არხების სრული სტერილიზაციით. ენდოსკოპის ავტომატური დეზინფექციისა და სტერილიზაციის შედეგად აცილებულია ყველა სახის ინფექციები: სოკოვანი, შიდსის,C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის გავრცელება.

 

 

 

გაზიარება