Olympus PowerSpiral Motorized Spiral Enteroscopy
უახლესი მოტორიზირებული ენტეროსკოპი წარმოადგენს 168 სანტიმეტრი სიგრძის ენდოსკოპს, რომელიც სრულიად თავსებადია Exera III სისტემასთან. PowerSpiral Enteroscope წააგავს ტრადიციულ ენდოსკოპებს დრეკადი მილით, ოთხი მიმართულებით მანევრირების უნარით, მაღალი ხარისხის გამოსახულებით, ოპტიკური გამოსახულების გამაძლიერებელი ტექნოლოგიით (NBI), ფართო (3.2მმ) აქსესუარების მოსათავსებელი არხით და დამოუკიდებლად გამოყოფილი ირიგაციის არხით.
PowerSpiral Enteroscope უნიკალურია იმით, რომ იგი აღჭურვილია ექიმის მიერ კონტროლირებადი ინტეგრირებული ძრავით, რომელიც ამოძრავებს ენდოსკოპზე დამაგრებულ მოძრავ სპირალებს. აღნიშნულმა ტექნოლოგიურმა ინოვაციამ მოახდინა რევოლუცია ენტეროსკოპიის პროცედურაში.
ახალი მოტორიზირებული სპირალური ენტეროსკოპი სრულად აღწევს წვრილ ნაწლავში და იძლევა წვრილი ნაწლავის მთლიანი ლორწოვანის შესწავლის საშუალებას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ტექნოლოგია ასევე აფასებს ქსოვილის რეზისტენტულობას და ნაწლავის დაჭიმულობას, ეს ინფორმაცია მიეწოდება ექიმს სპეციალური ბლოკის საშუალებით, რათა მან სწორად შეაფასოს პროცედურის მიმდინარეობა და არ მოხდეს ქსოვილის დაზიანება.