MAGNETOM SKYRA
MAGNETOM SKYRA 4G - ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უახლესი თაობის 3 ტესლიანი ტომოგრაფია, რომელიც აღჭურვილია სრული ტექნოლოგიური პაკეტებითა და კვლევის უახლესი რეჟიმებით. აღნიშნული აპარატი გამოირჩევა ზუსტი გამოსახულებითა და უსწრაფესი ვიზუალიზაციით.
საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, კარდიოლოგიური, მთლიანი ორგანიზმის, პედიატრიული, ანგიოგრაფიული, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის. სხვა მაგნიტურ - რეზონანსულ ტომოგრაფებთან შედარებით გამოსახულება გაუმჯობესებულია 50%-ით. აპარატი აღჭურვილია პერფუზიისა და დიფუზიის 4G რეჟიმებით.
MAGNETOM SKYRA თავის ტვინის სპექტროსკოპიული და ტრაქტოგრაფიული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა. აგრეთვე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით - Liver Lab ხდება ღვიძლის სტრუქტურების უფრო დეტალური შესწავლა, კონტრასტირების გარეშე დგინდება ესა თუ ის პათოლოგიური პროცესი. აღნიშული აპარატი გამოირჩევა სპეციალური პედიატრიული პროგრამული უზრუნველყოფით.
MAGNETOM SKYRA ნაკლებად ხმაურიანი ტომოგრაფია - ხმაური შემცირებულია 70%-ით. აპარატის ფართო და მოკლე გვირაბი ძალზე კომფორტულია მძიმე წონის და კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისათვის.