Paxman Scalp Cooling
„პაქსმენი“ წარმოადგენს აპარატს, რომლის სპეციალური ქუდის საშუალებით ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე და ამიტომ ამ მეთოდს შეუძლია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის შეჩერება, ნაწილობრივ ან სრულად შენარჩუნება.
დადასტურებულია, რომ თავის კანის გაგრილება თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა და შედეგად შეიძლება მივიღოთ თმის შენარჩუნების მაღალი დონე ან თმის სრულად შენარჩუნება.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით აღნიშული ქუდის გამოყენებისას თმის შენარჩუნების ალბათობა 89%-ს აღწევს.