PET GE Discovery IQ
უახლესი თაობის 5 რგოლიანი პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფი (პეტ/კტ) Discovery IQ - მთელი სხეულის პეტ/კტ სისტემის ახალი ვერსია, რომელიც მოიცავს კლინიკურად მნიშვნელოვან ინოვაციებს, რაც ემსახურება დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის შესაძლებლობების გაფართოებას და განახლებას.
თანამედროვე გაუმჯობესებული Lightburst დეტექტორი, რომლის მგძრნობელობა F18-ით მონიშნული ფარმპრეპარატის მიმართ 2-ჯერ მეტია ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებთან შედარებით. დეტექტორების 5 რგოლიანი კონფიგურაცია ერთ პოზიციაში 26 სმ აქსიალური მხედველობის არეს დაფარვის საშუალებას იძლევა, რაც უდიდესია არსებულ ტექნოლოგიებში და მნიშვნელოვნად ამცირებს გამოკვლევის დროს.
VUE Point HD – 3 განზომილებიანი რეკონსტრუქციული ტექნოლოგია, რომელიც დეტექტორის გეომეტრიის მოდელირებით უზრუნველყოფს გარჩევადობის ზრდას.
ASiR – ადაპტირებული სტატისტიკური იტერაციული რეკონსტრუქცია, რაც ამცირებს სხვადასხვა ორგანოების მიერ მიღებული სხივური დატვირთვის დოზას.
აპარატის მნიშვნელოვანი კომპონენტია Q.clear – რეკონსტრუქციის სისტემა, რომელიც აუმჯობესებს გამოსახულებას, ამცირებს სიგნალის/ხმაურის თანაფარდობას და ზრდის გამოსახულების კონტრასტულობას.