ტექნოლოგიები

Söring SONOCA 300

 

Söring SONOCA 300 – ულტრაბგერითი ქირურგიის მრავალფუნქციური სისტემა

 

Söring SONOCA 300 -  წარმოადგენს უახლესი თაობის ულტრაბგერით ქირურგიულ სისტემას, რომელიც გამოიყენება ქსოვილების დელიკატური დისექციისთვის, კოაგულაციისთვის და ასპირაციისთვის სხვადასხვა მიმართულების ოპერაციებში — მათ შორის ნეიროქირურგიაში, ღვიძლისა და სპინალურ ქირურგიაში.


სისტემა მუშაობს სამ სიხშირეზე (25, 35 და 55 kHz), რაც ქირურგს აძლევს შესაძლებლობას შეარჩიოს ოპტიმალური რეჟიმი კონკრეტული ქსოვილის ტიპისა და ოპერაციის სირთულის მიხედვით.

 

SONOCA 300 - აერთიანებს ულტრაბგერით ენერგიას, ირიგაციასა და ასპირაციას ერთ კომპაქტურ პლატფორმაში, რაც უზრუნველყოფს ოპერაციულ ზუსტ კონტროლს, სუფთა ხედვას და ქსოვილთა მაქსიმალურ დაცვას.

 

სისტემის კონფიგურაცია და კომპონენტები

 

სისტემა მოიცავს ძირითად გენერატორსა და მართვის პედალს, ასპირაციის სისტემას Medela 2000 მლ კონტეინერით, მოძრავ ეტეჯს, და სპეციალიზებულ ინსტრუმენტებს სხვადასხვა ქირურგიული მიმართულებისთვის:

  • LEVICS – მიკროინსტრუმენტების სერია ნეიროქირურგიისთვის, რომელიც აერთიანებს ირიგაციასა და ასპირაციას ტუმორის ზუსტ რეზექციაში, ნერვული სტრუქტურების დაზიანების გარეშე.
  • HEPACCS – ინსტრუმენტთა მოდული ღვიძლის ქირურგიისთვის, რომელიც მუშაობს ულტრაბგერით და მაღალი სიხშირის ენერგიაზე (HF), ქსოვილის ეფექტური განყოფისა და ჰემოსტაზის უზრუნველსაყოფად.
  • CoolKnife და CoolRasp – სპეციალური ინსტრუმენტები სპინალური ოპერაციებისთვის, რომლებიც ამცირებენ თერმულ დაზიანებას და აუმჯობესებენ ოპერაციულ სიზუსტეს.

 

ყველა კომპონენტი მუშაობს სინქრონულად ერთიან პლატფორმაზე, რაც ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას და ზრდის პროცედურის უსაფრთხოებას.

 

უპირატესობები:

  • ზუსტი და უსაფრთხო ქსოვილის დისექცია
  • სამსიხშირიანი რეჟიმი – ადაპტირებული სხვადასხვა ქირურგიული საჭიროებისთვის
  • ინტეგრირებული ირიგაცია და ასპირაცია ოპერაციული ხედვის გასაუმჯობესებლად
  • უნივერსალური გამოყენება ნეირო, ღვიძლისა და სპინალურ ქირურგიაში

 

Söring SONOCA 300 – თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს სიზუსტეს, უსაფრთხოებას და ეფექტურობას თითოეულ ოპერაციაში.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები