ტექნოლოგიები

SOMATOM Force!

რეგიონში პირველი Dual Source კომპიუტერული ტომოგრაფი Somatom Force მსოფლიოში ყველაზე სწრაფი აპარატია, რომელიც გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხითა და მინიმალურამდე დაყვანილი დასხივების დოზით!

 

Somatom Force ბოლო თაობის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კარდიოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში. ხელოვნური ინტელექტის მქონე ტომოგრაფი ინფორმაციის მყისიერი და ავტომატური დამუშავების ფუნქციებითა და სპეციალური syngo via პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი.
 
 
Somatom Force იძლევა საშუალებას 6 წამში მოხდეს მუცლის ღრუს კონტრასტული გამოკვლევა ულტრადაბალი 4,8 mGy cm დასხივების დოზის გამოყენებით!
 
 
ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ანატომიური ცვლილებების გარდა ხდება ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის ფუნქციური შეფასება და რაოდენობრივი ანალიზი:
 
 

● გულის კორონარული არტერიების შეფასების არაინვაზიური კვლევის დროს გამოიყენება დასხივების ულტრადაბალი დოზა (230.9 mGy cm) პროცედურას კი 10 წამი სჭირდება!

კვლევის დროს ხდება კორონარული არტერიების სტენოზის ხარისხის შეფასება, სისხლძარღვის კედლებში კალციუმის დაგროვების რაოდენობრივი ანალიზი (Ca scoring) და მიოკარდიუმში იოდის გადანაწილებით პერფუზიის შესწავლა.

● მნიშვნელოვნად შემცირებულია საკონტრასტო ნივთიერების რაოდენობის გამოყენება, რაც მეტად მნიშვნელოვანია რიგი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები